1 6 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ზურაბ აბაშიძე ადასტურებს, რომ პუტინის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

ჩამოტვირთვა

საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელთან შეხვედრას ადასტურებს. გავრცელებული ონფორმაციით, მიხეილ შვიდკოი თბილისში მოსკოვის პოლიტიკური გზავნილებით ჩამოვიდა.

მან გუშინ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ჟურნალისტებს წყნეთში შეხვედრაზე საქართველოსთან დაკავშირებით კრემლის ლიდერის გეგმები გააცნო. 

აბაშიძე აცხადებს, რომ კომუნიკაციისას პირადი საკითხენი განიხილეს.

"მედიის საშუალებით გავიგეთ, მთავრობას ამ ფორუმთან არანაირი შეხება არ აქვს. მე მქონდა პირადი კომუნიკაცია ბატონ ჩუტკოისთან, მას დიდი ხანია ვიცნობ და კიდევ ვთქვი გუშინ, რომ ვაპირებდი მასთან მქონოდა კომუნიკაცია. ეს კომუნიკაცია მქონდა, ვისაუბრეთ კონკრეტულ პირადულ საკითხებზე. მამონტოვს საერთოდ არ ვიცნობ პირადად. ტელევიზიით გავიგე, რომ თითქოს კანონია დარღვეული, მე არ დავინტერესებულვარ," - აცხადებს ზურაბ აბაშიძე. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები