1 6 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ კომპრომისის მიღწევა შესაძლებელია" - ჯანი ბუკიკიო

ჩამოტვირთვა

გადადეს მნიშვნელოვანი ელემენტი, ამიტომ შეიქმნა პრობლემაც - ეს განცხადება, ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ გააკეთა. ბუკიკიომ საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებსა და მმართველი გუნდის შეცვლილ გადაწყვეტილებებზე, რომელიც საარჩევნო სისტემას ეხება, არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. 

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ამბობს, რომ ჯერ კიდევ არსებობს კომპრომისის მიღწევის შესაძლებლობა. 

"თავდაპირველად პოზიტიურად ვიყავი განწყობილი კონსტიტუციის გადახედვის პროცესის მიმართ, რადგან ბევრი მხარე იყო ჩართული, მათ შორის არასამთავრობოებიც, კარგი ნაბიჯებიც გადაიდგა, პროექტიც იყო კარგი, შემდეგ გადადეს მნიშვნელოვანი ელემენტი, ამიტომ შეიქმნა პრობლემაც, თუმცა ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ კომპრომისის მიღწევა შესაძლებელია. ბევრი პოლიტიკური ლიდერის მხრიდან არსებობს კონსტრუქციული განწყობა. გვექნება კონსტრუქციული დიალოგი და საბოლოოდ მიიღებენ კონსტიტუციას,"-განაცხადა ჯანი ბუკიკიომ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები