0 6 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,ბოიკოტს ვუცხადებთ კონსტიტუციის განხილვის ამ რიგგარეშე პროცესს"- რომან გოცირიძე

ჩამოტვირთვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კონსტიტუციის ახალი პროექტის განსახილველად მოწვეულ რიგგარეშე სხდომას ბოიკოტს უცხადებს. ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ასეთ ვითარებაში ჩვენ არ მივიღებთ დღევანდელ საგანგებო განხილვაში მონაწილეობას და ჩვენ ბოიკოტს ვუცხადებთ კონსტიტუციის განხილვის ამ რიგგარეშე პროცესს,“ - განაცხადა მან.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებისთვის გაუგებარია, თუ რატომ ცდილობს „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო ცვლილებების ფორსირებულ რეჟიმში განხილვას და რატომ არ აძლევენ ისი პარტიებს ამ საკითხის მშვიდად განხილვის საშუალებას. მისი თქმით, მმართველი გუნდი დოკუმენტში სხვა საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას და პირისპირ სხვა თემებზე საუბრობს.

„დღეს შემოვიდა ერთი დოკუმენტი და ზეპირი განცხადებით გვეუბნებიან მეორეს. ჩვენ არ ვიცით რას ვიხილავთ, ჩვენ ერთადერთი გვითხრეს, რომ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები იქნება გაუქმებული.

„პრეზიდენტის არჩევანის უფლება ჩამოერთმიათ ხალხისათვის,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისი აზრით, ეს დემოკრატიული პროცესის შეფერხებას ხელს უწყობს. რომან გოცირიძის განცხადებით, მმართველი გუნდი კონსტიტუციას საკუთარ თავზე ირგებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები