2 3 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ე.წ. კორტების საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

ჩამოტვირთვა

სააპელაციო სასამართლომ ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის მიმართ 12-12 წლიანი პატიმრობის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. მოსამართლეთა კოლეგიამ განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

მოსამართლეთა კოლეგიამ გაითვალისწინა პროკურატურის არგუმენტები და ყოფილი სამართალდამცველები დამნაშავედ სცნო.

ფირცხალავასა და ცააძის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. 

დაკავებულების ადვოკატებს სასამართლოს ობიექტურობაში ეჭვი შეაქვთ და ისინი ამ საქმის გასაჩივრებას მესამე ინსტანციაში აღარ აპირებენ. დაცვის მხარე გეგმავს, რომ განაჩენი ევროპულ სასამართლოში გაასაჩივროს. 

კრიმინალური პოლიციისა და თბილისის სპეცნაზის მაღალჩინოსნებს 2006 წელს თბილისში კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ზურა ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის განზრახ მკვლელობა ბრალდებათ. 12 წლიანი პატიმრობა მათ საქალაქო სასამართლომ მიუსაჯა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები