0 4 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საკონსტიტუციო მონარქიის შემოღება - პარლამენტის თავმჯდომარე პატრიარქს შეხვდება

ჩამოტვირთვა

პარლამენტის თავმჯდომარე პატრიარქთან შესახვედრად ემზადება. განხილვის თემა საკონსტიტუციო მონარქიის შემოღებასთან დაკავშირებით ილია მეორის ინიციატივა იქნება. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა.

„ზოგადად, კონსტიტუციური მონარქია პრეზიდეტის ინსტიტუტს გამორიცხავს. რაც შეეხება მონარქიის საკითხს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება შეხვედრა პატრიარქთან, ამ შეხვედრის შემდეგ გახდება შესაძლებელი კომენტარის გაკეთება. რაც უწმინდესმა და უნეტარესმა ბრძანა არის ჭეშმარიტება - საუბარია იმაზე, რომ კონსტიტუციურ მონარქიას შემოაქვს სიმშვიდე პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ყველა ფაქტორი, მათ შორის ჩვენი სპეციფიკა, ადგილობრივი სპეციფიკა. ამასთან დაკავშირებით გვექნება საუბარი და ამის შემდეგ შეგვეძლება კონკრეტული კომენტარების გაკეთება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები