0 3 : 0 6
 | 

მსოფლიო

„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ ღია კარის დღეს გამართავს

თბილისი, 16 ივნისი, 2017 – „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ 20 ივნისს, 19:00 საათზე, მაგისტრანტებისთვის ღია კარის დღეს გამართავს. ღია კარის დღე SOLO ლაუნჯში გაიმართება (მისამართი: ი. ჭავჭავაძის N29). ღია კარის დღეზე დასწრება შეუძლია ყველას, ვისაც სურს მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელება ფინანსების მიმართულებით. ღია კარის დღეზე დასასწრებათ საკამარისია ეწვიოთ სარეგისტრაციო ბმულს:

https://docs.google.com/a/bog.edu.ge/

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის ღია კარის დღეს, ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე: ფინანსები - თქვენი სამსახურისთვის თუ თქვენს სამსახურში?. აღნიშნულ ლექციას, გაუძღვება საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოში ინვესტიციებზე ორიენტირებული პირველი ფონდის "LS Opportunities - Frontier Income Fund" მმართველი და საინვესტიციო კომპანია "თალეს ინვესტმენტს"-ის მმართველი პარტნიორი ვასილ რევიშვილი. 

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში შესაძლებელია მიიღოთ ხარისხიანი დასავლური განათლება -  სწავლის სრული დაფინანსებით. სწავლის პროცესი აგებულია პრაქტიკისა და თეორიის ბალანსზე, სტუდენტებს საშუალება აქვთ დაამყარონ საჭირო პროფესიული კონტაქტები და რეალურად მიაღწიონ კარიერაში წინსვლას. ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ფინანსებში (MBA) 2 წლიანია და სტუდენტები დაფინანსების ან სწავლის საფასურის გადახდის უნიკალური პირობებით სარგებლობენ. მიღებული სტუდენტების საუკეთესო 10 სტუდენტი სრულ სტიპენდიას მიიღებს და არ გადაიხდის სწავლის საფასურს, შემდეგი საუკეთესო 20 სტუდენტი სწავლის საფასურის გადახდას დაიწყებს სწავლის დასრულებიდან 1 წელიწადში და გადასახადი გადანაწილდება 4 წელზე. ყველა ჩარიცხულ სტუდენტს აქვს შანსი სწავლის განმავლობაში მიიღოს 100%-იანი დაფინანსება ან მოიპოვოს უფლება გადასახადი გადაიხადოს მას შემდეგ, რაც დაასრულებს სწავლას.

 

დეტალები საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ აქ: www.mba.edu.ge  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 10:49

    ესპანეთის პოლიციამ მეორე ტერაქტის მცდელობა აღკვეთა...

    ესპანეთის პოლიციამ მეორე ტერაქტის მცდელობა აღკვეთა. ძალოვანებმა მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად, რომელიც კამბრილსის მუნიციპალიტეტში ჩატარდა, რამდენიმე ეჭვმიტანილი მოკლეს. გამოძიების ვერსიით, ისინი ბა...

  • 22:28

    ბარსელონაში მომხდარ ტერაქტში ბრალდებული დააკავეს ...

    პოლიციამ დაადგინა მანქანის მძღოლის ვინაობა, რომელიც ბარსელონას ცენტრში ხალხს შეეჯახა. აღნიშნულის შესახებ ესპანური გამოცემა El País სამოქალაქო გვარდიაზე დაყრდნობით იუწყება.გავრცელებული ინფორმაციით, საუ...

  • 22:05

    ტერაქტი ბარსელონაში - დაღუპულია 13 ადამიანი, დაშავ...

    ბარსელონაში ტერაქტი მოხდა. ხალხმრავალ ადგილას, იქ, სადაც ყოველდღიურად ათიათასობით ტურისტი გადაადგილდება, მიკროავტობუსი საფეხმავლო ზონაში შევარდა. არიან დაღუპულები და დაშავებულები.თავდასხმას 13 ადამიან...

  • 17:29

    საუდის არაბეთის 26 წლის პრინცი გარდაიცვალა ...

        საუდის არაბეთის სამეფო ოჯახი 26 წლის პრინს სალმა ბენის  გარდაცვალებას იუწყება . სამეფო ოჯახის არც ერთ წევრს აღნიშნულზე კომენტარი ამ დროისთვის არ გაუკეთებია,თუმცა უცხოური გამოცემების...

  • 18:03

    ამერიკის ერთ-ერთმა შტატმა 4 აგვისტო ბარაკ ობამას ...

       შტატ ილინოისის მოსახლეობა 2018 წლის 4 აგვისტოს  ბარაკ ობამას დღეობას აღნიშნავს, ვინაიდან  სწორედ 4 აგვისტოს აქვს ყოფილ პრეზიდენტს დაბადების დღე. ინფორმაციას NBC Chicago&nbs...

  • 14:20

    დუბაიში ცათამბჯენი იწვის...

         დუბაიში 79-სართულიანი ცათამბჯენი იწვის. შენობიდან ხალხის ევაკუაცია მიდინარეობს. დაღუპულების და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.340-მეტრიანი ცათამბჯენი მსოფლიოშ...

  • 00:01

    "Great job!" - ასე ეხმაურება ჯონ მაკკეინი მაიკ პე...

    "Great job! " - ასე ეხმაურება სენატორი ჯონ მაკკეინი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტს.   „ტვიტერში“ მაკკეინი Bloomberg-ის სტატიას აზიარებს, სადაც სა...