რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...
რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს. ხერსონის რეგიონული სამხედრ...
|
21 წლის სექსმუშაკი ი.ლ. ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებს, მათ შორის, განყოფილების უფროსს სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ცემაში ადანაშაულებს. ექიმებმა მას ტვინის შერყევა დაუდგინეს.
ი.ლ.- ს მონათხრობის მიხედვით, დღეს დილით ელბაქიძის დაღმართზე მდებარე ერთ-ერთ საშაურმეში მივიდა და შაურმა შეუკვეთა. გამყიდველი მას, რაკიღა მიხვდა, რომ მყიდველი სექსმუშაკი იყო, აგდებულად დაელაპარაკა და საუბარი სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა, რა დროსაც გამყიდველმა გოგონას დაარტყა.
ი.ლ.- მ საპატრულო პოლიცია გამოიძახა, თუმცა პატრულის ეკიპაჟის ნაცვლად მასთან კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ. გოგონა ამბობს, რომ პოლიციას მისთვის დახმარება არ აღმოუჩენია და რეაგირება არ მოუხდენია. პოლიციელებმა კონფლიქტის მხარეები „შეარიგეს“ და წავიდნენ.
რამდენიმე წუთის შემდეგ ი.ლ.- მ კვლავ დარეკა პოლიციაში, განაცხადა, რომ გამოძახებულ პოლიციელებს რეაგირება არ მოუხდენიათ და კვლავ ითხოვა ეკიპაჟის გამოძახება, მოითხოვა სასწრაფო დახმარებაც.
გოგონას სხეულზე გარეგნული დათვალიერებით ჩალურჯებები, და დასისხლიანებული ნაჭდევები ეტყობა, ი.ლ-ს თქმით, ხელმეორედ გამოძახებულმა პოლიციელებმა სასწრაფო დახმარების მანქანიდან თმით გადმოათრიეს, თრევით წაიყვანეს პოლიციის მანქანისკენ და ურტყამდნენ.
„ხელმეორედ გამოძახებისას იგივე პოლიციელები მოვიდნენ, ვინც ადრე. რომ დავინახე, ვკითხე აქ რა უნდოდათ და იგივე პოლიციელები რატომ მოვიდნენ. პოლიციელი მაგინებდა, შეურაცხყოფას მაყენებდა, ჩაკვდიო, მეუბნებოდა, საპასუხოდ შევაგინე და ხელსახოცი ვესროლე, მაშინვე მეცა, თმებით ჩამომათრია, მირტყამდა და პოლიციის მანქანისკენ მიმათრევდა. შემდეგ სამმართველოშიც გადამიყვანეს და იქაც მირტყამდნენ" - ყვება. ი. ლ.
გოგონამ მეგობარს დაურეკა, მეგობარმა კი ადვოკატ ნინო ბოლქვაძეს, ი.ლ.-ს ინტერესებს ბოლქვაძე იცავს.
ბოლქვაძის თქმით, პოლიცია ცდილობს, გოგონაზე ზეწოლა მოახდინოს და ჩვენებაზე უარი ათქმევინოს. „მას უთხრეს, რომ თუ არ იჩივლებდა, მხოლოდ ჯარიმით გადარჩებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაპატიმრებით ემუქრებიან", - ამბობს ადვოკატი.
აღსანიშნავია, რომ პოლიციელები საკმაოდ აგდებულად და დამცინავად მიმართავდნენ დაზარალებულსაც და ადვოკატსაც. მაგალითად, - „რა ხდება აბა, გადარჩება?" - ჰკითხა ერთმა პოლიციელმა ექიმებს.
აღსანიშნავია, რომ სასწრაფო დახმარების თანამშრომლები თავდაპირველად ადვოკატს ნებას არ რთავდნენ, საავადმყოფოში გაჰყოლოდა, როცა პოლიციელი უკვე სასწრაფო დახმარების მანქანაში იჯდა. ბოლქვაძე კი შიშობდა, რომ გზაში გოგონაზე ზეწოლას მოახდენდნენ.
ამ მომენტისთვის გოგონა ალადაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. მას ექიმებმა ტვინის შერყევა დაუდგინეს. ადვოკატმა დარეკა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, სახალხო დამცველის აპარატში, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. პოლიცია ი.ლ.-ს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ხულიგნობაში სდებს ბრალს.
რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს. ხერსონის რეგიონული სამხედრ...
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...
ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...
გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...
ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...
არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...
შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...
ნატომ ახლავე უნდა დაიწყოს მზადება იმისთვის, რომ მომავალში რუსეთის ფედერაცია დაიშლება. ეს აზრი ფრანგმა გენერალმა, ევროპაში ნატოს ძალების მეთაურის ყოფილმა მოადგილემ, მიშელ იაკოვლეფმა საფრანგეთის საზღვაო...
თეთრი სახლის ოფიციალური პირები ჯო ბაიდენის მოულოდნელ ვიზიტს კიევში – ომის ზონაში მდებარე და მუდმივად თავდასხმის ქვეშ მყოფ ქალაქში აღწერენ როგორც “თანამედროვე დროში უპრეცედენტოს”. ისი...
ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი რუს გუბერნატორებს აკრიტიკებს და მოუწოდებს, რომ ომში დაღუპულთა რიცხვი აღარ დაასახელონ. „არ მესმის, როდესაც რეგიონების ლიდერები ყვირიან სპეციალურ სამხედრო ოპერაციაშ...
ძლიერი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან მოხდა. თავდაპირველი ინფორმაციით თურქეთში 76-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო მეზობელ სირიაში 50-ზე მეტი. თუმცა მსხვერპლთა რიცხვი სტაბილუ...
უკრაინამ ევროკავშირის 18 მილიარდი ევროს მაკროფინანსური პროგრამიდან პირველი ტრანში, 3 მილიარდი ევრო მიიღო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერზე“ წერს. &bdqu...
თეთრ სახლში ვიზიტის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კონგრესში მივიდა. ამერიკელი კანონმდებლების წინაშე სიტყვით გამოსვლამდე, ზელენსკი დემოკრატებისა და რესპუბლიკელთა ლიდერებს შეხვდა როგორც ...
ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტის იდეით გამოდის. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმაურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. წინადადების თანახმად, ახალმა სასანქციო პაკეტმა უნდა გაითვ...
რუსული მედიის ცნობით, რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ხიდის აღდგენილ ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა განახლდა. მედიაში ვრცელდება ფოტომასალა, სადაც ჩანს, როგორ ათვალიერებს რუსეთის პრეზიდენტ...
ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო უკრაინას მოუწოდებს, „შეწყვიტოს კონფლიქტი“ და აცხადებს, რომ ახლა ყველაფერი მის ხელშია. "ახლა ყველაფერი უკრაინის ხელშია. თუ მათ არ სურთ სიკვდილი, მ...
ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ კონსერვატიული პარტიის ლიდერობას და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობისთვის ბრძოლას არ აპირებს. ჯონსონის განცხადებით, მას საკმარისი მხარდაჭ...
„კამიკაძე-დრონები“ და რაკეტები მთელ უკრაინას ესხმიან თავს. მტერს შეუძლია დაარტყას ჩვენს ქალაქებს, მაგრამ ის ვერ შეძლებს ჩვენს გატეხას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ...
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ირანში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და Twitter-ზე წერს: “შეერთებული შტატები დგას ირანელი ქალებისა და მოქალაქეების გვერდით, რომლებიც შთააგონებენ მსოფლიოს თ...
ბრიტანელი ლიენ ბეტელი, რომელიც ტელფორდში ცხოვრობს, „ფეისბუქზე“ ფოტოს აქვეყნებს, სადაც ღრუბლებში უცნაური გამოსახულება ჩანს. ფოტოს, სადაც სოციალური ქსელის მომხმარებელი ამტკიცებს, რ...
აპრილი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები