2 1 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ირაკლი კობახიძე: ქართული მიწა დარჩება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს და მოქალაქეების საკუთრებაში

ჩამოტვირთვა

საკანონმდებლო ორგანოში კი დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ადამიანის უფლებების კომიტეტში გრძელდება. ერთ-ერთი მთავარი სადისკუსიო თემა მიწის უცხოელებზე გასხვისების საკითხია.


როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, მსჯელობისა და კონსულტაციების შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საქართველოს კონსტიტუციაში გაჩნდება ჩანაწერი, რომ  უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო სამეურნეო მიწის გასხვისება აღარ მოხდება.


დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს არ დაუკონკრეტებია, რა ფორმულირებით მოხდება ამ ჩანაწერის გაკეთება ქვეყნის მთავარ კანონში, თუმცა კობახიძის თქმით,  გადაწყვეტილია, რომ ქართული მიწა დარჩება საქართველოს სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეების საკუთრებაში.

„ჩვენ ერთმანეთს უნდა დავუპირისპიროთ ორი ინტერესი, ეს არის სტრატეგიული ინტერესი, რომ ქართული მიწა დარჩეს არსებითად საქართველოს სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეების საკუთრებაში. მეორე ინტერესი არის, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ინტერესი. ჩვენ რომ ავიღეთ და სიღრმისეულად გავაანალიზეთ, როგორც ერთ ფაქტორზე, ისე მეორე ფაქტორზე ამ რეგულაციის გავლენა, მივედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ უპირატესობა უნდა მიენიჭოს პირველ ფაქტორს. ეკონომიკური ფაქტორი ამ საკითხის იქნა სიღრმისეულად გაანალიზებული და მხოლოდ ამის საფუძველზე მივიღეთ ჩვენ გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, ეს არ არის პოპულისტური გადაწყვეტილება,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები