1 9 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,პოლიციელები დაკავებულს სექსუალური ძალადობით ემუქრებოდნენ"

ჩამოტვირთვა

პოლიციელები დაკავებულს სექსუალური ძალადობით ემუქრებოდნენ - სკანდალური ფაქტის შესწავლა სახალხო დამცველმა დაიწყო.


ომბუდსმენის აპარატის ცნობით, ბრალდებულს დაკავებისას სამართალდამცველებმა მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.


სახალხო დამცველი მომხდარზე პროკურატურის რეაგირებას ელოდება. მან საგამოძიებო უწყებას საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია და დეტალები უკვე მიაწოდა.


ომბუდსმენის ინფორმაციით, დაკავებულს სამართალდამცველები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ დაკავების პროცესშიც და პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგაც. მისივე თქმით, დაზიანებების სიმძიმის გამო იზოლატორმა მის მიღებაზე უარი განაცხადა.


„ადამიანს აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები. ეს უკვე საგანგაშოა, სწორედ ამიტომ აუცილებელია ამ საქმის გამოძიება. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რატომ მოხდა, რომ ამ ადამიანს ასეთი მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. თვით იზოლატორმაც კი უარი განაცხადა მის მიღებაზე გამომდინარე იქედან, რომ მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა სხეულზე და, სავარაუდოდ, ეს დაზიანებები სწორედ პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტების გამო არის, როგორც აღნიშნავს დაკავებული. ასევე საუბარია მუქარაზე, მათ შორის სექსუალური ძალადობის მუქარაზე,“ - აცხადებს სახალხო დამცველი.


უჩა ნანუაშვილის თქმით, პოლიციელთა მხრიდან ძალადობა გამოწვეულია დაუსჯელობის სინდრომით.


ომბუდსმენი მიმართავს ხელისუფლებას რეკომენდაციით, მსგავსი საქმეების გამოძიება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ფარგლები მოხდეს.


ეს პოლიციელების მხრიდან ძალაუფლების გადამეტების და არასათანადო მოპყრობის ეს კიდევ ერთი ფაქტია, რომელიც სახალხო დამცველის ყურადღების ცენტრში მოხვდა, თუმცა, სხვა ფაქტების მსგავსად, ჯერჯერობით რეაგირების გარეშე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები