0 6 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან მუშაობას" - იენს სტოლტენბერგი

ჩამოტვირთვა

ნატო-ს შტაბბინასთან მონტენეგროს დროში აღმართვის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, კიდევე ერთხელ დაადასტურა, რომ ღია კარის პოლიტიკა კვლავაც გრძელდება.მისი თქმით, ნატო-ს კარი ღიაა.  

„ეს ფაქტი აჩვენებს, რომ ნატო-ს კარი ღიაა. აჩვენებს იმაც, რომ იმ ქვეყნებსაც შეუძლიათ გაწევრიანდნენ, რომლებიც ატარებენ რეფორმებს, ახდენენ თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრუქტურების მოდერნიზებას. იცავენ კანონის უზენაესობას და აძლიერებენ დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან მუშაობას. ვასრულებთ არსებით პაკეტს, გვაქვს წვრთნისა და შეფასების ცენტრი. ცოტა ხნის წინ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრები იმყოფებოდნენ თბილისში, ასე რომ აქტიური პოლიტიკური დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა გვაკავშირებს, რაც ხელს უწყობს საქართველოს წინსვლას ნატო-ში ინტეგრაციისთვის,“- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატო-ს შტაბბინასთან დღეს ალიანსის ახლი წევრის, მონტენეგროს, სახელმწიფო დროშა აღმართეს. ქვეყანა ნატოს 29-ე წევრი ოფიციალურად ორი დღის წინ გახდა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები