1 4 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ველოდებით, მათ შორის ჩემთან მიმართებაშიც" - დავით ნარმანია

ჩამოტვირთვა

ქართულ ოცნებაში თბილისის მერობის ერთ-ერთ საუკეთესო კანდიდატად ვიცე-პრემიერ, კახი კალაძეს ასახელებენ თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება პარტიაში ჯერ არ მიუღიათ. 

კონსულტაციებში თბილისის მერი, დავით ნარმანიაც არის ჩართული. ის აცხადებს, რომ კანდიდატად შერჩევის შემთხვევაში, კახი კალაძეს მისი მხარდაჭერა ექნება.

„კახი კალაძე არის ჩემი მეგობარი. თუ მისი კანდიდატურა დადგება და იქნება საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება მიღებული, მას ექნება ჩემი სრული მხარდაჭერა,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ის ასევე აღნიშნავს, რომ მმართველ გუნდში ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ.

„საერთო გადაწყვეტილებები იქნება ძალიან საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ველოდებით, მათ შორის ჩემთან მიმართებაშიც,“ - აცხადებს დავით ნარმანია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები