1 9 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რაიონული სასამართლოების ახალი თავმჯდომარეების ვინაობა ცნობილია

ჩამოტვირთვა

რაიონული სასამართლოების ახალი თავმჯდომარეების ვინაობა უკვე ცნობილია. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კენჭისყრის პროცედურა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 11 საქალაქო და რაიონულ სასამართლოში თავმჯდომარეები დანიშნა. ამ პროცედურების შემდეგ, არც იუსტიციის საბჭოს წევრებს და არც დანიშნულ თავმჯდომარეებს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მათ არ ისურვეს პასუხების გაცემა იმ კითხვებზე, რომელიც არსებობს არასამთავრობო სექტორში, სადაც ამ პროცესებს უნდობლობას უცხადებენ. მესამე სექტორში ცალკეულ ინტერესებზე საუბრობენ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი აცხადებს, რომ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ სურს. 

მამისეიშვილის მსგავსად, კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა  ზუგდიდის საქალაქო სასამართლოს ახლადდანიშნულმა თავმჯდომარემ ნატრული აკობიამ.

საქალაქო და რაიონული სასამართლოების 11-ვე თავმჯდომარემ პოსტი 5 წლიანი ვადით ჩაიბარა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები