1 0 : 2 2
 | 

მსოფლიო

გურამ დოჩანაშვილი: რა უნდა ჰქონდეს ქალს კარგი?

ნაწყვეტი გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოებიდან, სამოსელი პირველი

– რა უნდა ჰქონდეს ქალს კარგი?
– ქალს? – სამი რამ უნდა ჰქონდეს კარგი – ხასიათი, ტან-ფეხი და სახე.
– რაღა ახლა მოგინდა სიმარტივე? – თუმცაღა სწორი კია…
– ეგრე თუა, უფრო მარტივად უნდა გეთქვათ.
– როგორ მაინც?
– როგორ და: ხასიათი და გარეგნობა. თუმცა “ტან-ფეხი” გარეგნობაზე მოკლე სიტყვაა… ასოების მხრივ… უი, ჰო, სახე როგორ დამავიწყდა?
– მაშინ თქვენ სცადეთ…
– ნამდვილ ქალს… მისი გამოჩენიდან დავიწყებ, კარგი… ნამდვილი ქალი ფეხაკრეფით უნდა დაიარებოდეს… ოღონდ უნებურად.
– ფეხაკრეფით?
– კი. როგორც დევნილი… ან, მდევარი.
– და როცა მოვა, – როდესაც მოვა და შემოგხედავს, რაღაცას მაშინვე უნდა მიგახვედროს – დუმილის დროსაც რაღაცას უნდა ამბობდეს ნამდვილი ქალი.
– ეს როგორ…
– ზურგიდანაც რომ აათვალიერო, მაინც უნდა მიხვდე – მხარი, კისერი, ნამდვილი ქალის წელი, ხელები, მუდამ ამბობენ…
– რას ამბობენ…
– არ იცი ის შენ… და თუ პირისპირ დგას და გიყურებს, მაშინ… ო, მაშინ…
– თვალებით ყველაფრის თქმა უნდა შეეძლოს, ყველაფერს მიგანიშნებს, და რაც მთავარია, უნდიხარ შენ თუ არა…
– სახის ჩრდილები, – ყველაფერსა აქვს თავისი ჩრდილი, – შუბლს, თმას, ცხვირს, ტუჩებს…
– ქალი საჭიროების შემთხვევაში უნდა იყოს თავაზიანად მოსაუბრე და სასიამოვნო მსმენელი, და რაღა თქმა უნდა, სასარგებლო კერძებსაც ამაღლებული შექების ღირსად უნდა ამზადებდეს.
– არა, მაინც რა უბედური გამოთქმა იყო – ტან-ფეხი…
– თქვენ ბრძანეთ უკეთ, ჩვენ მოსმენაც კი შეგვიძლია მოთმენით, დიახ, უკიდურესი აუცილებლობის გამონაკლის შემთხვევებში.
– ეს ერთადერთია, როცა ვიბნევი, – არ შემიძლია…
– რატომ?
– რატომ და მას არ ძალუძს სიტყვით მოიაროს ქალის კარგი სხეულის ღირშესანიშნავი ადგილები.
– არა, არა, მაგიტომ არა…
– აბა რატომ?
– რატომ და ვიბნევი, – თავიდან რომელს მივადგე, რომელი ერთი…
– აი, თუნდაც ხელისგული…
– ნამდვილი ქალის ხელი აიღეთ, ვიწრო ხელისგულს დახედეთ და ნაზ, მშრალ ხაზებს დიდხანს უცქირეთ… მერე ფრთხილად ჩამოაყოლეთ სამი თითი და თვალებში შეხედეთ – მაშინ მიხვდებით, ნამდვილი ქალი თუა… ანდა, საკუთარი ხელისგული დაადეთ და მაშინვე რაღაცას იგრძნობთ – რაღაც შორეულს, რაღაც ბუნდოვანს, ყოველთვის გეტყვით ქალის ხელისგული…


კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:36

    კიდევ ერთი ანომალიური შემთხვევა და ექიმების მორი...

    კიდევ ერთი ანომალიური შემთხვევა - დიდ ბრიტანეთში გოგონა დაიბადა, რომელსაც გული და კუჭის ნაწილი  სხეულის გარეთ ჰქონდა განვითარებული. მედიკოსების განმარტებით, ახალშობილის გადარჩენა შეუძლებელი ...

  • 14:27

    ჯონ მაკკეინი სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი...

      ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი ჰოსპიტალიზებულია.„ამჟამად სენატორი მაკკეინი კიბოს თერაპიის გვერდითი მოვლენების ნეიტრალიზაციის მიზნით ვალტერ რიდის სამედიცინო ცენტრში მკურნალობას გადის.როგორც ყოვ...

  • 17:27

    მანჰეტენზე აფეთქება მოხდა ...

    ნიუ-იორკში, მანჰეტენის ერთ-ერთ ავტოსადგურზე აფეთქება მოხდა  ადგილობრივმა სამართალდამცველებმა ადგილზე  2 ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა...

  • 11:01

    მიხეილ სააკაშვილი სასამართლოშია გადაყვანილი...

      მიხეილ სააკაშვილი უშიშროების სამსახურის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან სასამართლოში გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილი დაკავებიდან დღემდე უკრაინის უშიშროების სამსახურის წინასწარი დაკავების ი...

  • 18:53

    ყველაზე მძიმეწონიანმა ქალბატონმა 400 კილოგრამი დაი...

       მირა როსალესი, რომელიც ნახევარ ტონას  იწონიდა, ყველაზე ჭარბწონიან ქალბატონად ითვლებოდა მანამ, სანამ 400 კილოგრამს დაიკლებდა.   ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც  მირ...

  • 17:21

    ახალშობილი "ქალთევზას სინდრომით" დაიბადა და 4 საათ...

    "ქალთევზას სინდრომის"  შემთხვევა ინდოეთში - ქალაქ კოლკატაში, ბავშვი ერთმანეთს შეზრდილი ფეხებით დაიბადა. იგი ბუნებრივი მშობიარობით გაჩნდა. ახალშობილს მენჯის ძვლები და ფეხები განუვითარებელი ჰქ...

  • 19:08

    ფედერიკა მოგერინი: "იერუსალიმი როგორც ისრაელის, ა...

    ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი  იერუსალიმთან დაკავშირებით პრეზიდენტ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა„ეს ძალიან მყიფ...