1 0 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ივანიშვილს შეუქმნას სრული კომფორტი, ეს არის ახალი შემოთავაზებული კონსტიტუცია" - რურუა

ჩამოტვირთვა

პრეზიდენტის სასახლეში ახალ კონსტიტუციაზე და ქვეყნის უსაფრთხოების რისკებზე მიმდინარე მსჯელობაში მონაწილეობას იღებენ პოლიტიკური პარტიები და ექსპერტები. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრის ნიკა რურუას თქმით, ახალ კონსტიტუციას აქვს მიზანი, რომ ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს შეუქმნას სრული კომფორტი.

“სასიკვდილო ნაკლი აქვს ახალ შემოთავაზებულ კონსტიტუციას, რომელი ერთი ჩამოგითვალოთ არც ვიცი. აზრობრივად ახლა იმ აბსურდის უარყოფაში შესვლა არც ღირს, რომელიც თავს მოახვია საქართველოს დღევანდელმა მთავრობამ. მათი შემოთავაზებული, არადემოკრატიული აბსურდული კონსტიტუციის განხილვაში გვეპატიჟება, იქ არაფერი არ ვარგა. ერთადერთი ამას აქვს მიზანი, რომ ივანიშვილს შეუქმნას აბსოლუტურად სრული კომფორტი იმიტომ, რომ არაფორმალური მმართველობა გაგრძელდეს უსასრულოდ,“ - განაცხადა ნიკა რურუამ,

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებლის ნოდარ ხარშილაძის თქმით, კონსტიტუცია ვერ ადგენს ისეთ სტრუქტურებს, რომლებიც შეძლებენ ადეკვატურად უპასუხონ ქვეყნის წინაშე დასმულ საფრთხეებს და გამოწვევებს. ის ასევე აღნიშნავს, რომ კონსტიტუცია ქმნის არასწორ პრინციპებს.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები