2 2 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ივნისის თვის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი

ივნისის თვის ჰოროსკოპი ვერძებს ყოველგვარი წვრილმანისა თუ დეტალისთვის მეტი ყურადღების მიქცევას ურჩევს. სწორედ ამ პირობის დაცვის შემთხვევაში ჩაივლის ივნისი ნაყოფიერად და წარმატებით. ამ თვეში ბიზნესმენ ვერძებს მაინცდამაინც დიდი გარღვევები და პროგრესი არ ელით. ეცადეთ ნელა და თანმიმდევრულად იმოქმედოთ, მიზნისკენ პატარა, მაგრამ მტკიცე ნაბიჯებით იაროთ. გახსოვდეთ, რომ ივნისში უამრავი რუტინული სამუშაოს შესრულება მოგიწევთ და ამაზეა დამოკიდებული ბევრი რამ, კერძოდ, თქვენი პროექტების ფინანსური ნაწილი. შუა თვის შემდეგ საქმეებს გარკვეული ნათელი მოეფინება და საბოლოოდ, ყველა ჩანაფიქრის რეალიზებასაც შეძლებთ. ამ თვეში უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა მოგიხდებათ. ასევე გელით მივლინებები სხვა ქალაქებსა თუ ქვეყნებში. დაქირავებულ ვერძებს შემოსავლების გაზრდის შანსი ეძლევათ – ხელმძღვანელობა მათ გულმოდგინებას დააფასებს და ანაზღაურებას მოუმატებს. თხოვნაც ნუ მოგერიდებათ –   ამ პერიოდში თქვენდამი ძალიან პოზიტიურად არიან განწყობილნი, თანაც თქვენი შრომის ნაყოფი სახეზეა. გარდა ამისა, სასურველია მეგობრების, კოლეგებისა და პარტნიორების ნაწილთან, რომლებთანაც ფინანსური დავა ან საერთო საქმე გაქვთ, ურთიერთობას ნათელი მოჰფინოთ. შეიძლება ისინი არც ისე პატიოსნად იქცევიან, ვიდრე ვარაუდობდით. ივნისის დიდი ნაწილი ვერძებს ყურადღება ფინანსური საკითხებისადმი ექნებათ მიპყრობილი. თვის მეორე ნახევარში მათ რამდენიმე მსხვილი თანხის მიღება ელით. მოგება ექნებათ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებიდანაც. ამ თვეში მემკვიდრეობაც კი შეიძლება მიიღოთ.

ვერძის პირადი ცხოვრება ივნისში სტაბილური იქნება. ნათესავები და ახლობლები მზად არიან სიტყვასთან ერთად, საქმითაც გვერდში დაგიდგნენ. თქვენს პირად, ოჯახურ ცხოვრებაში სიტუაცია სერიოზულ შტრიხებს შეიძენს. მთავარი მოვლენები შეიძლება ეხებოდეს სახლის კეთილმოწყობას ან საცხოვრებელი ადგილის, სულაც ქალაქის ან ქვეყნის გამოცვლას. ამ ნიშნის წარმომადგენლები გლობალური ცვლილებებისთვის უნდა მოემზადონ. ივნისში მთელი ოჯახი გაერთიანდება და ძალისხმევას ერთი მიზნისკენ მიმართავს, შესაბამისად, გადაბარგებაც სწრაფად და უმტკივნეულოდ ჩაივლის. რთული სათქმელია ჰარმონიული ვუწოდოთ შეყვარებული ვერძების ირგვლივ გამეფებულ სიტუაციას, თუმცა მეტნაკლები სტაბილურობა მაინც არის. ივნისში ვერძის ენერგეტიკული პოტენციალი მაინცდამაინც მაღალი არაა, ამიტომ ჯანმრთელობას უნდა გაუფრთხილდეთ. თუ წონის სწრაფი მატებისკენ გაქვთ მიდრეკილება, აჯობებს ჯანსაღ კვებაზე და ინტენსიურ ვარჯიშზე გადახვიდეთ.

კურო

მთელი ივნისის განმავლობაში კუროები ცვლილებებისთვის მზადებაში იქნებიან და ეს ცვლილებებიც აუცილებლად მოხდება, თუმცა უფრო გვიან, ვიდრე ვარაუდობდით. თვის პირველი ნახევარში დროის მეტ ნაწილს სხვადასხვა ქაღალდებსა და დოკუმენტებს დაუთმობთ. შეიქმნება პარტნიორებთან ერთად მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობისა და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. გინდათ, რომ ყველა საქმე ელვისებურად მოგვარდეს, მაგრამ ყველაფერს უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდრე გათვლილი გაქვთ ხოლმე. 2017 წლის ივნისის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი კუროებისთვის უცხოელ პარტნიორებთან კონტაქტი იქნება. თვის პირველ ნახევარში უპასუხო კითხვების სიმრავლე შეგაწუხებთ, მეორე ნახევარი კი გაცილებით წარმატებული და დინამიური გამოდგება. ყველა პრობლემას სწრაფად მოაგვარებთ და ვერც სასურველის მოპოვებაში შეგიშლით რაიმე ხელს. სხვა ქვეყნებსა თუ ქალაქებში მცხოვრებ პარტნიორებთან ურთიერთობა ძალიან კარგად მიდის, ბიზნესის მართვის შესახებ თქვენი შეხედულებები სრულ ჰარმონიაშია. თუ ივნისში კუროებმა საზღვარგარეთ მოგზაურობა ან თუნდაც მივლინება დაგეგმეს, უნდა იცოდნენ, რომ ყველაფერი ძალიან წარმატებულად ჩაივლის. ფინანსური ჰოროსკოპი სტაბილურობით ხასიათდება. დიდი მიღწევები ფულად სფეროში კუროს არ ელის, თუმცა არც რაიმე ზარალი ან სერიოზული ხარჯები ექნება.

ივნისის თვეში კუროს რომანტიკული ცხოვრება ჰარმონიითა და სტაბილურობით გამოირჩევა. შეყვარებულები და მეუღლეები შეიძლება მოგზაურობაში წავიდნენ, რომელიც უფრო თვის მიწურულს არის მოსალოდნელი. ივნისის პირველი ნახევარი კი ამ ღონისძიებისთვის მზადებაში დაიხარჯება. კუროები მოგზაურობისას ძველ მეგობრებს შეიძლება შეხვდნენ, ხოლო ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს ივნისში აქვთ შანსი გზაში გაიცნონ ადამიანი, რომელთან წამოწყებული მცირე რომანიც სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზრდება. ივნისის პირველ ნახევარში კუროს ნათესავებთან უმნიშვნელო უთანხმოება ექნება და არ ღირს ამ მცირედ გაუგებრობას ბევრი დრო და ნერვები შესწიროთ. სიტუაცია თვის შუისკენ გამოსწორდება. კუროს პირადი ცხოვრება ივნისში სრულიად მშვიდი და ჰარმონიულია და მისთვის სიამოვნების მეტი არაფერი მოაქვს. ამ თვის ჯანმრთელობის ჰოროსკოპიც ოპტიმისტურია. ივნისში კუროები თავს შესანიშნავად გრძნობენ და ვერც ერთი დაავადება მათ სათოფეზე ვერ გაეკარება.

ტყუპები

ივნისში მუშაობისგან ცოტა მაინც უნდა დაისვენოთ და ამ პერიოდისთვის რეალურად პირველხარისხოვან საქმეებს: ოჯახს, შვილებს, ახლობელ ადამიანებს მიხედოთ. გამოუსწორებელ ტყუპებს კი, რომელთაც მუშაობის გარეშე არ შეუძლიათ, ვარსკვლავები ისეთი საქმეების მიხედვას ურჩევენ, რაც გადაჭრის სირთულის გამოც კაი ხანს გვერდზე ჰქონდათ გადადებული. მოსალოდნელია, ამ თვეში უძრავ ქონებასთან, კერძოდ კი რემონტთან დაკავშირებით საკითხებზე მუშაობამ მოგიწიოთ. იმედი არ გქონდეთ, რომ თვის პირველ და მეორე დეკადაში ყველაზე მარტივი საქმეებიც კი უპრობლემოდ და დაუბრკოლებლად მოგვარდება. ივნისის მესამე დეკადა შედარებით უფრო წარმატებული იქნება და სერიოზული მოგებაც გელოდებათ. ეს ეხება როგორც მენეჯერ და ბიზნესმენ, ისე დაქირავებულ ტყუპებს. საშუალო რგოლის თანამშრომლებმა ძველი ხელმძღვანელებისგან შეიძლება საინტერესო წინადადება მიიღონ. ეს ახალ, პერსპექტიულ პოზიციაზე მიწვევას შეეხება. მეწარმე ტყუპებმა ამ დღეებში მომგებიანი კონტრაქტი შეიძლება დადონ. საქმეები ნელ-ნელა მწყობრ კალაპოტში დგება. ტყუპების ფინანსურ მდგომარეობაში ივნისში განსაკუთრებული არაფერი შეიცვლება. ეს ფაქტობრივად, მკვდარი სეზონია. თვის მიწურულს კი მოულოდნელი მატერიალური შემოსავალი გექნებათ, შეიძლება უიმედო ვალიც კი დაგიბრუნონ.

ივნისის თვეში ტყუპებისთვის პირველხარისხოვანი პირადი და ოჯახური ცხოვრება იქნება. გელით რემონტი აგარაკზე ან თქვენს საცხოვრებელ სახლში. შეიძლება შორეული ნათესავები გესტუმრონ. ისედაც ხშირი სტუმრიანობა გექნებათ და მოსაწყენად დრო ნამდვილად არ დაგრჩებათ. შეყვარებული ტყუპებისთვის ივნისი მაინცდამაინც პოზიტიური თვე არ იქნება, რადგან თქვენს ურთიერთობებში ნათესავები ჩაერევიან. არ დაგავიწყდეთ, რომ ყველას ერთდროულად ვერ ასიამოვნებთ, ამიტომ ეცადეთ ბუნებრივად მოიქცეთ – ყველა საკითხზე საკუთარი, ნეიტრალური აზრი იქონიეთ და დაიცავით. მარტოხელა ტყუპებმა სამსახურეობრივი რომანი შეიძლება გააჩაღონ და ადამიანს, ვის გამოც გული აუჩქროლდებათ, სულ მოულოდნელად, ოფისის მეორე ოთახში მიაგნონ. ივნისის თვეში ტყუპების ჯანმრთელობას ბრწყინვალეს ვერ ვუწოდებთ, თუმცა სერიოზული დაავადებების შეგიძლიათ არ გეშინოდეთ. თუ მაინცდამაინც საშური საქმეები არ გელით, ცოტა დასვენების უფლება მიეცით თავს.

კირჩხიბი

ივნისში კირჩხიბებს პრობლემები ფაქტობრივად არ შეექმნებათ, თუმცა არც მაინცდამაინც ნაყოფიერი პერიოდი ელით. ყველაზე გონივრული საქციელი ამ თვეში ძველი კონტაქტების მოძიება და განახლება და საქმეების დასრულება იქნება. თვის პირველი ნახევარი შესანიშნავი დროა ძველ მეგობრებთან, პარტნირებთან და უბრალოდ კარგად ნაცნობ, მაღალი თანამდებობის პირებთან ურთიერთობის აღსადგენად. თვის მიწურულს სწორედ ისინი შეიძლება იქცნენ თქვენი ბიზნეს საქმიანობის წარმატების კატალიზატორად. გამორიცხული არ არის, ლომმა 2017 წლის ივნისში საინტერესო და მომგებიანი წინადადება მიიღოს. შესაძლოა ეს სხვა ქვეყანაში ან თუნდაც ქალაქში შემოთავაზებული სამსახური იყოს. კარგი დროა ბიზნესის გაფართოებისა და საქმის თქვენი ქალაქის ფარგლებს გარეთ გატანისთვის. ივნისი ფინანსური და კარიერული წარმატების დასაწყისია, ამიტომაც ამ თვეში არც ერთი შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ. ამასთან პროგრესი ერთნაირად შეეხება როგორც ბიზნესმენებს, ისე ნებისმიერი რანგის თანამშრომლებს. უარი არ თქვათ თუნდაც ერთი შეხედვით დამღლელ მივლინებაზე, ის თქვენი საქმისთვის ძალიან წარმატებული გამოდგება. კირჩხიბის ფინანსური მდგომარეობა ამ თვეში ნეიტრალური იქნება. თუ დახმარება დაგჭირდებათ, იოლად იპოვით ადამიანს ან ადამიანებს, ვინც გვერდში დაგიდგებათ. კირჩხიბის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება სულ მალეა მოსალოდნელი.

კირჩხიბვის პირად ცხოვრებაში ნოსტალგიური ტენდენციები შეინიშნება. სწორედ ივლისში იგი გაიხსენებს ძველ მეგობრებსა თუ ძველ სიყვარულს. თვის პირველ ნახევარში თქვენს გარემოცვაში ხშირად გამოჩნდებიან ადამიანები ძველი ცხოვრებიდან, ვისაც დიდი ხანია არ შეხვედრილხართ. სწორედ ახლა მოგეცემათ შესანიშნავი საშუალება გაერკვეთ, რაში მდგომარეობდა ძველი კონფლიქტების მიზეზები და აღმოფხვრათ ისინი. ეს ეხება როგორც დაოჯახებულ, ისე ახლად შეყვარებულ წყვილებს. თუ ბავშვებთან პრობლემები გაქვთ, დელიკატურობა და ტაქტი გამოიჩინეთ – ამ შემთხვევაში მათთან ურთიერთგაგების მიღწევა არ გაგიჭირდებათ. სიტუაცია ცოტა შეიცვლება თვის მეორე ნახევარში, როცა კირჩხიბის ირგვლივ ახალი ადამიანები გამოჩნდებიან. თქვენი საკონტაქტო წრე საგრძნობლად გაფართოვდება და მრავალფეროვნებასაც შეიძენს. თვის მიწურულს მარტოხელა კირჩხიბი შეიძლება შეხვდეს ადამიანს, ვისაც უკვე დიდი ხანია ეძებდა. ივნისში კირჩხიბის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება, იგი აქტიური და ძალიან მომხიბლავია.

ლომი

ლომებს მცირე შვებულება არ აწყენდათ. თუ ამის საშუალება არ გაქვთ, ეცადეთ თვის პირველ ნახევარში მაინც მნიშვნელოვანი საქმეები სამომავლოდ გადადოთ და ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. ივნისი ლომებისთვის არც ისე ხელსაყრელი თვეა. სავარაუდოდ, საქმეების დიდი ნაწილი ერთ ადგილას გაიყინება და ამას ვერაფერს უშველით. გარშემომყოფთაგან ინტრიგნული გამოხტომებია მოსალოდნელი. მზად იყავით მოულოდნელი შემოწმებებისათვის და ყველა დოკუმენტი წესრიგში გქონდეთ. პარტნიორებთან ურთიერთობაც გართულდება, თქვენ შორის მუდმივად რაღაც უთანხმოებები ხდება. განსაკუთრებული ყურადღება საზღვარგარეთელ პარტნიორებს უნდა დაუთმოთ. მოსალოდნელია ისეთი სიტუაციის დადგომა, რომლის მოგვარებასაც საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება. აკონტროლეთ თქვენი გარემოცვა და არავის მისცეთ უფლება, დასახული კურსიდან გადაგახვევინოთ – ვექტორი სწორად გაქვთ არჩეული და სულ მალე ამაში დარწმუნდებით კიდეც. დაქირავებულ ლომებს ვარსკვლავები შვებულების აღებას ურჩევენ, რათა პირადი საქმეები მშვიდად მოაგვარონ. თუმცა ეცადეთ დაუმთავრებელი საქმეები არ დატოვოთ, რადგან მოგვიანებით ეს ისევ თქვენ დაგაზარალებთ. არც ფინანსური მდგომარეობა ექნება ლომს მაინცდამაინც სტაბილური. მართალია, მსხვილი ხარჯები მოსალოდნელი არ არის, მაგრამ არც განსაკუთრებულ შემოსავლებს უნდა ელოდოთ. ივნისის უსიამოვნებები ძალიან რთული პერიოდის მხოლოდ დასაწყისია – მთავარი პრობლემები წინ გელით, ამიტომ სიტუაციას მშვიდად მიუდექით.

პირად ცხოვრებაში ლომს იმედგაცრუება და შესაძლოა, ღალატიც კი ელის. მოსალოდნელია საყვარელ ადამიანთან დაშორება და ეს დროებითი მოვლენა იქნება თუ სამუდამო, მხოლოდ დრო გიჩვენებთ. გადაწყვეტილება მხოლოდ თქვენ უნდა მიიღოთ და კარგად დაფიქრდეთ, როგორ გნებავთ ცხოვრების გაგრძელება. ეცადეთ პარტნიორზე ზეწოლა შეამციროთ და მას არაფერი მოსთხოვოთ. დარჩით ბუნებრივები თქვენ ქცევაში და ტყუილს ერიდეთ. ჯანმრთელობა ივნისის თვეში ლომს მაინცდამაინც ხელს არ უწყობს, მისი ენერგეტიკული პოტენციალი დაბალ ნიშნულზეა. ამიტომაც აჯობებს თქვენი ენერგია გონივრულად დახარჯოთ და ზედმეტი საქმე და პასუხისმგებლობა, რასთან გამკლავებაც ამ პერიოდში გაგიჭირდებათ, არ იტვირთოთ.

ქალწული

ივნისში ქალწულებმა ძალიან სერიოზულად უნდა გააანალიზონ ურთიერთობა ზოგიერთ პარტნიორთან და საჭიროების შემთხვევაში კორექტივებიც შეიტანონ. ეს ერთნაირად ეხება როგორც ბიზნეს საქმიანობას, ისე პირად ცხოვრებას. ამ პერიოდში თქვენი ურთიერთობა საზღვარგარეთ ან სხვა ქალაქებში მცხოვრებ პარტნიორებთან საკმაოდ ზომიერი და პოზიტიურია, ეს კი გადამწყვეტი მომენტია თქვენი ბიზნეს საქმიანობის მომავლისა და საჭირო საქმიანი კონტაქტების შენარჩუნებისთვის. მართალია, ყოველ მათგანთან პოზიციების ხელახლა გადახედვა და გარკვევა მოგიწევთ და ამას საკმაო დრო დასჭირდება. თვის პირველ და მეორე დეკადაში მზად იყავით, რომ საზღვარგარეთელი პარტნიორები მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში შეგაფერხებენ. სიტუაციას საბოლოოდ ნათელი მხოლოდ თვის მიწურულს მოეფინება, როცა გამოჩნდება რეალური შანსი, შეთანხმება ორივე მხარისთვის მომგებიანი პირობებით იქნას მიღწეული. მოსალოდნელია წარმატებული საქმიანი მივლინება ან პარტნიორთა ვიზიტი თქვენთან. თვის დასაწყისში მენეჯერმა ქალწულებმა ყურადღება უნდა მიაქციონ თავიანთ თანამშრომლებს, ამ უკანასკნელებმა კი კოლეგებს, რადგან გარშემომყოფები ისეთი საიმედონი შეიძლება არ აღმოჩნდნენ, როგორც ეს ყოველთვის გეგონათ. თვის მეორე ნახევარში ქალწულებს ახალი პარტნიორები გამოუჩნდებათ, რომელთა როლიც მათ საქმიანობაში თანდათან გაიზრდება და პოზიტიურ გავლენასაც იქონიებს. ქალწულის ფინანსური მდგომარეობა ივნისის თვეში სტაბილური იქნება. განსაკუთრებული მიღწევები მატერიალურ სფეროში მოსალოდნელი არ არის. გარდა ამისა, მოგიწევთ ძველი ვალების გადახდა, რაც როგორც სამსახურთან, ისე პირად და ოჯახურ საქმეებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.

ქალწულების დიდი ნაწილი ივნისს მთლიანად საქმეს მიუძღვნის და რომანტიკა და ოჯახური ამბები მის ინტერესს არ დაიმსახურებს. თუმცა თუ მარტოხელა ხართ და თქვენი მომავლის უსიყვარულოდ წარმოდგენა გიჭირთ, თვის მესამე დეკადაში ხშირად იტრიალეთ ხალხში, რადგან სწორედ ახლა შეიძლება შეხვდეთ თქვენს მეორე ნახევარს. ივნისის პირველ დღეებში ძველ მეგობრებს გაიხსენებთ და მათთან უწინდებურ, კარგ ურთიერთობას განაახლებთ. რთული იქნება ურთიერთობები ნათესავებთან. რომელიმე მათგანმა თქვენ წინააღმდეგ ინტრიგები შეიძლება ჩახლართოს, თუმცა ამაოდ დაშვრება. ქალწულებს ამ პერიოდში ყურადღების გამახვილება და ნებისმიერ დავაში ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნება მართებთ. თვის მიწურულს სიტუაცია თავისთავად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ჩადგება კალაპოტში. ივნისის თვეში ქალწული თავს შესანიშნავად გრძნობს. დაავადებები შორს უვლიან. თუმცა ეცადეთ საჭესთან მეტი ყურადღებით იყოთ, მაღალია ტრავმებისა და საგზაო შემთხვევების ალბათობა.

სასწორი

ივნისში სასწორებს ერთდროულად რამდენიმე არც ისე მარტივი ამოცანის გადაწყვეტა მოუწევთ. თუმცა სიტუაცია კრიტიკული არ არის – სასწორი საგულდაგულოდ ემზადება ქმედებისთვის, თავად საქმეს კი იმდენი დრო და ენერგია არ დასჭირდება, როგორც ვარაუდობდა. გჯეროდეთ საკუთარი თავის და ნუ შეუშინდებით დიად იდეებს, რაც ამ პერიოდში მოგივათ თავში. ამ თვეში დასახული მიზნების მიღწევა სავსებით რეალური იქნება, თუ გულმოდგინედ იმუშავებთ და უყურადღებოდ წვრილმანებსაც არ დატოვებთ. ეცადეთ გადაწყვეტილების მიღების მომენტში დამოუკიდებლობა გამოავლინოთ. სწორედ ახლა არ ღირს კოლეგებზე, პარტნიორებსა თუ დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე დაყრდნობა. შედეგის მიღწევა მხოლოდ გაძლიერებული კონტროლითა და თვითდისციპლინის გამოჩენითაა შესაძლებელი. ივნისის დასაწყისში ეცადეთ პარტნიორებთან ურთიერთობაში მეტი გარკვეულობა შეიტანოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია თქვენი ბიზნესის მომავალი განვითარებისთვის. თვის მიწურულს რთული გადაწყვეტილების მიღება მოგიხდებათ და სწორედ ამ დროისთვის ყველაფერი გარკვეული უნდა გქონდეთ. ამ თვეში თქვენთვის ხელსაყრელი შედეგებით დასრულდება უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები. თვის ბოლოს კი სასწორი თავის ძალიან მნიშვნელოვან გეგმაში საგრძნობლად წინ წაწევას მოახერხებს. სასწორის ფინანსურ მდგომარეობაში განსაკუთრებული ცვლილებები არ მოხდება. თუმცა თვის ბოლოს შემოსავლების მცირედი მატება მაინც არის მოსალოდნელი.

სასწორის პირად ცხოვრებაში ივნისში რომანტიკის ადგილი მაინცდამაინც არ დარჩება. ოჯახური ბიზნესის წამოწყება, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა – აი, რა საქმეებით იქნებით ძირითადად დაკავებული. ივნისის ბოლოს ძალიან ბევრი საპასუხისმგებლო საქმე დაგაწვებათ მხრებზე და ეცადეთ, არავინ დააღალატოთ. ამ თვეში სასწორის ენერგეტიკული პოტენციალი მაღალ დონეზე იქნება, შესაბამისად მას სრულიად საკმარისი ძალა და ენერგია აქვს, რომ არც ისე იოლ თვეს ღირსეულად გაუმკლავდეს.

მორიელი

მორიელებმა ივნისის თვეში მოვლენები არ უნდა ააჩქარონ და ნელა, დაბეჯითებით იმოქმედონ. ამ პერიოდში გააცნობიერებთ, რომ ყველა საქმიანი პარტნიორის ნდობა არ ღირს, რადგან მათ საკუთარი, ანგარებიანი მიზნები ამოძრავებთ. შესაძლოა, კოლეგების მხრიდანაც სიცრუესა და არაგულწრფელობას წააწყდეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, თუნდაც უკიდურესად ექსტრემალურ სიტუაციაში საქმე ბოლომდე მიიყვანოთ და ჩანაფიქრი აისრულოთ, რადგან ახლა უკან დახევამ ბევრი რამ შეიძლება დაგაკარგვინოთ. აუცილებლად ეძებეთ კომპრომისი და სიტუაციის გასაკონტროლებლად ყველაფერი გააკეთეთ. პოზიტიური იქნება თქვენი ურთიერთობა სხვა ქვეყნებსა და ქალაქებში მცხოვრებ კოლეგებთან. მოსალოდნელია წარმატებული მივლინება და საქმიანი ურთიერთობების გაღრმავება, რომელიც დადებითად იმოქმედებს თქვენი ბიზნესის სამომავალო განვითარებაზე. ივნისში სტაბილურობით არც მორიელის ფინანსური მდგომარეობა გამოირჩევა. მნიშვნელოვან შემოსავლებს, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლომდე არ უნდა ელოდოთ. ივნისის მიწურულს და ივლისის პირველ ნახევარში ახლობლებისა და ბიზნეს პარტნიორების მატერიალური მხარდაჭერის იმედია შეიძლება გქონდეთ, თუმცა ეს თქვენს ფინანსურ სიტუაციას საბოლოდ ვერ გამოასწორებს.

პირად ცხოვრებაში მორიელებს უამრავი სირთულე შეექმნებათ. სწორედ ახლა ამოტივტივდება ძველი, მოუგვარებელი პრობლემა, რომელიც თქვენ ურთიერთობებს ჩრდილს მოჰფენს, ამიტომ მოგიწევთ ინიციატივის საკუთარ თავზე აღება და ყველა გაურკვევლობის საბოლოოდ აღმოფხვრა. თუმცა პარტნიორი პასუხს გაურბის და შესაძლოა არც არაფერი შეიცვალოს. ასეთი სიტუაცია საკმაო ხანს გასტანს. თუნდაც ყველაფერი საბოლოოდ ურთიერთობის დანგრევით დასრულდეს, საკუთარ თავს ნუ დაადანაშაულებთ, პარტნიორისგან განსხვავებით თქვენ ყველაფერს აკეთებდით მის შესანარჩუნებლად. მეგობრების დახმარებით განშორებას საკმაოდ იოლად გადაიტანთ. შესაძლოა, სამოგზაუროდ წასვლაც მოგინდეთ, რათა ჭრილობა უკეთ მოიშუშოთ. ამ მოგზაურობისას შეიძლება ახალ სიყვარულსაც კი გადააწყდეთ, ამის ალბათობა თვის მიწურულს საკმაოდ მაღალია. სიყვარულით იმედგაცრუებულმა და მარტოხელა მორიელებმა ამ შანსით აუცილებლად უნდა ისარგებლონ. ივნისში თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი არც ისე მაღალი იქნება, თუმცა სერიოზული დაავადებების შიში არ გქონდეთ. არ დაივიწყოთ სრულფასოვანი ძილი და დასვენება და ყველაფერი რიგზე იქნება.

მშვილდოსანი

ივნისის თვე მშვილდოსანს სიმტკიცის გამოცდას მოუწყობს, თუმცა სასოწარკვეთილებაში ჩავარდნა არ ღირს, ეს რთული პერიოდი მალე დასრულდება და საქმე, რომელშიც მთელი გული და სული ჩადეთ, უხვ ნაყოფს მოიტანს. ამ თვეში მშვილდოსნები გარშემომყოფთა აზრს ზედმეტ ყურადღებას აქცევენ. დამოუკიდებლობის მოპოვების შესაძლებლობაც არ მიეცემათ. როგორ უნდა მოქცნენ? ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მოვლენები არ დააჩქაროთ და მოთმინება მოიკრიბოთ. შეგიძლიათ აიღოთ მცირე შვებულებაც, რადგან ახლა თქვენი დასვენებისთვის საუკეთესო დროა. ამ პერიოდში უნდა დაფიქრდეთ დაშვებულ შეცდომებზე, დაისახოთ ახალი მიზნები და იფიქროთ მისკენ მისაღწევ უმოკლეს გზებზე. ივნისის მესამე დეკადაში კვლავ წინსვლის დრო დადგება. წარმატება ივნისის მიწურულს დაგიბრუნდებათ და აუცილებლად უნდა გამოიყენოთ შანსი, რომელიც ახლა მოგეცემათ. თვის მიწურულს ბიზნესმენი თუ დაქირავებული მშვილდოსნები ახალ, პერსპექტიულ და შემოსავლიან წინადადებებს მიიღებენ. მშვილდოსნის ფინანსური მდგომარეობა არასტაბილურზე უფრო მძიმეა, მისი ხარჯები ხომ საგრძნობლად აჭარბებს შემოსავლებს.

შეყვარებული წყვილებისთვის ივნისი არც ისე ხელსაყრელი თვეა. ხშირად შეგექმნებათ სიტუაცია, რომლიდანაც გამარჯვებულად გამოსვლა საკმაოდ რთული იქნება და საქმე არა მხოლოდ დაშვებულ შეცდომებშია, არამედ უფრო მეტად შემთხვევით წამოცდენილ ერთ ფრაზაში, რომელსაც ყველაფრის გაფუჭება შეუძლია. მოგიწევთ, ამ ფაქტს შეეგუოთ. ამ პერიოდში მშვილდოსნისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, მოვლენების ხელოვნურად დაჩქარებას არ ეცადოს. აჯობებს, ცოტა მოიცადოთ და შემდეგ თვეში მიხვდებით, ღირს თუ არა ურთიერთობის გაგრძელება თუ ყველაფერი წარსულს უნდა ჩააბაროთ. დაოჯახებული მშვილდოსნები შვილების პრობლემებში არიან ჩართული, რომელთა მოგვარებისთვისაც მნიშვნელოვანი ფინანსური ხარჯების გაწევა მოუხდებათ. არც ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით არის ივნისი მშვილდოსნებისთვის კარგი თვე – ისინი საკმაოდ ბევრი დაავადების მიმართ მეტად მოწყვლადები იქნებიან. ამიტომ ეცადეთ ყურადღებით მოეპყროთ თქვენს ორგანიზმს, მეტი იძინოთ და ხშირად დაისვენოთ. მშვილდოსნები ფრთხილად უნდა იყვნენ საჭესთანაც.

თხის რქა

თხის რქა ზედმეტ ნდობას იჩენს ადამიანებისადმი, ვინც ამას სრულებით არ იმსახურებს. ეს ეხება როგორც პროფესიულ, ისე პირად ურთიერთობებს. ბიზნეს საქმიანობის წარმართვისას, განსაკუთრებით თუ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები გაქვთ მისაღები, ფრთხილად იყავით. ამ პერიოდში ძალიან იოლად აენთებით ახალი იდეებით, რომლებსაც მომავალი არ გააჩნია და მხოლოდ პირველი შეხედვით გეჩვენებათ საინტერესო და კრეატიული. ეცადეთ არავის არაფერი დაჰპირდეთ და გახსოვდეთ, რომ ყველაფერი რაც ბრწყინავს, ოქრო არ არის. თვის მეორე ნახევარში საქმიანი სიტუაცია გაუმჯობესდება. ამ ნიშნის წარმომადგენლებიც უფრო პრაქტიულები გახდებიან და გონივრულად იმოქმედებენ. ივნისის მიწურულს მენეჯერ თხის რქებს შეუძლიათ მშვიდად დაეყრდნონ თავიანთ დაქვემდებარებულებსა და კოლეგებს. გახსოვდეთ, რომ მართალია, ამ პერიოდში ძალიან ბევრი რთული საქმის გაკეთება მოგიხდათ, მაგრამ თქვენი ძალისხმევა სათანადოდ დაფასდება. თვის მესამე დეკადაში სხვა ქალაქებსა და ქვეყნებში მცხოვრები პარტნიორები და კოლეგები გააქტიურდებიან, ამით კი თქვენ ისარგებლებთ. თხის რქის ფინანსური მდგომარეობა სტაბილური არ იქნება, რადგან თვის პირველ და მეორე დეკადაში გაწეული ხარჯები მისთვის ლამის გაკოტრების ტოლფასია. ზოგიერთს ბიზნეს საქმიანობისთვის დასჭირდება ფული, თხის რქების ნაწილს კი ოჯახური ხარჯებისთვის. ეცადეთ ამ თვეში მაღაზიებისა და სავაჭრო ცენტრებისგან შორს დაიჭიროთ თავი, რადგან თქვენი მიდრეკილება არაპრაქტიკულობისაკენ ძალიან ძვირი და არც ისე საჭირო შენაძენების გაკეთებისკენ გიბიძგებთ.

თხის რქათა უმრავლესობისთვის ივნისის თვე რომანტიკული განწყობისა და სიყვარულის ფონზე ჩაივლის. თვის პირველ ნახევარში ვარსკვლავების ზეგავლენით თქვენს პირად ურთიერთობაში ცვლილებები მოხდება – შემთხვევითი გაუგებრობის გამო შეიძლება განშორების წინაშეც კი დადგეთ. ამ პერიოდში თხის რქები ძალიან მერყეობენ და სიღრმისეული გრძნობებისთვის მზად არიან. სინამდვილეში, თქვენ უბრალოდ რუტინა არ მოგწონთ, ამიტომაც ნებისმიერი რომანი რამდენიმე თვის შემდეგ გბეზრდებათ. ეს განსაკუთრებით ქალბატონებს ეხებათ, რომლებიც ურთიერთობებში არამუდმივები არიან და თანაც ძალიან იოლად უყვარდებათ. შეიძლება თქვენს საყვარელ ადამიანს გული  ატკინოთ, თუმცა არც ის დაგაკლებთ. ასეთი სიტუაცია თვის მესამე დეკადამდე გაგრძელდება. მარტოხელა თხის რქებმა თვის მიწურულს შესაძლოა თავიანთი მეორე ნახევარი იპოვონ, ამიტომ სახლში ნუ ჩაჯდებიან და მაქსიმალურად ბევრ ადამიანთან იკონტაქტონ. დაოჯახებულ თხის რქებს ამ თვეში შვილებზე ზრუნვა გაიტაცებთ, რაც დროსთან ერთად, არც ისე მცირე ფინანსებს მოითხოვს. ივნისში ჯანმრთელობის მდგომარეობა თხის რქებს შესანიშნავი ექნებათ, ვერც ერთი დაავადება მათ ვერ მოერევა.

მერწყული

ივნისში მერწყულს წარსულთან მიბრუნება მოუწევს, რათა დაშვებული შეცდომები გამოასწოროს და სიტუაციიდან სასარგებლო გამოცდილებაც მიიღოს. სწორედ ეს ნაბიჯი მოგცემთ განვითარებისა და წინსვლის სტიმულსა და საშუალებას. ივნისის დასაწყისი ბიზნეს საქმიანობისთვის არც ისე ხელსაყრელი პერიოდია. დაქირავებული მერწყულები უამრავი რუტინული და მონოტონური სამუშაოს ტვირთის ქვეშ აღმოჩნდებიან და არც მათ დახარჯულ ძალისხმევას დააფასებს ვინმე სათანადოდ. გუნდშიც რთული სიტუაციაა, მწიფდება ინტრიგები და კონფლიქტები. მეწარმე და მენეჯერი მერწყულები უნდა მოემზადონ სახელმწიფო სტრუქტურების მიერ მოულოდნელად მოწყობილი შემოწმებებისთვის. დაბრკოლებები შეგექმნებათ საზღვარგარეთელ პარტნიორებთან ურთიერთობაშიც და ამ გაუგებრობების მოსაგვარებლად დიდ დროსა და ენერგიას დახარჯავთ. ივნისში სტაბილურობით არც მერწყულის ფინანსური მდგომარეობა გამოირჩევა, რაც სულაც არ არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ, როგორ მიდის მისი საქმიანი ცხოვრება. თუმცა 6-7 და 24-25 ივნისს შესაძლოა საკმაოდ მნიშვნელოვანი ფულადი შემოსავალი მიიღოთ.

მერწყული ურთიერთობის დაძაბვას და კონფლიქტებს ოჯახურ და პირად ცხოვრებაშიც უნდა ერიდოს და უბრალოდ მოვლენებს მიყვეს. თუ რაიმე ისე არ არის, როგორც თქვენ გინდათ, მოთმინება მოიკრიბეთ, თქვენი დინების წინააღმდეგ გაბრძოლება ახლა დადებით შედეგს არ მოიტანს, უფრო პირიქით. მოსალოდნელია გაუგებრობები ნათესავებთან, განსაკუთრებით, ვისთანაც რაიმე საერთო საქმეს აწარმოებთ – ამ სიტუაციაში კონფლიქტი შესაძლოა საკმაოდ სერიოზული იყო. გახსოვდეთ, რომ ივნისის თვეში ნებისმიერ პრობლემურ სიტუაციაში მხოლოდ მოთმინება და გამძლეობა გიშველით. გაითვალისწინეთ, რომ სულ მცირე დროის შემდეგ საავდრო ღრუბლები გადაიყრება და ყველაფერი უწინდელ, ჰარმონიულ კალაპოტში დაბრუნდება. ივნისში პროფესიული და პირადი უსიამოვნებები მერწყულს შეიძლება კიდეც ასცდეს ან თავი აარიდოს, აი ჯანმრთელობის თვალსაზრისით ეს თვე მისთვის უკიდურესად არახელსაყრელია. ჯანმრთელობას უნდა გაუფრთხილდეთ და აუცილებლად ჩაიტაროთ ქრონიკული დაავადებების პროფილაქტიკა. ყურადღებით უნდა იყოთ საჭესთანაც.

თევზები

ივნისის თვეში თევზების ცხოვრებაში რიგი მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდება. ნაკლები ინერვიულეთ და მეტი იფიქრეთ – საღი გონებით მიღებული გადაწყვეტილებები მრავალ შეცდომას აგარიდებთ თავიდან. თვის პირველ ნახევარში თევზები ხშირად მიიღებენ სპონტანურ გადაწყვეტილებებს. იმპულსურობის გამოჩენა არ ღირს, არ დაგავიწყდეთ, რომ მსგავსი მიდგომა კარგს არაფერს მოგიტანთ. ცხოვრებისეული გარემოებები საკმაოდ რთულად ჩაიხლართება, ამიტომაც თითოეულ ნაბიჯზე კარგად უნდა დაფიქრდეთ, რომ სიტუაცია თქვენთვის სასარგებლო კალაპოტში მოაქციოთ. საბოლოოდ, ყველაფერი წარმატებით ჩაივლის. ძველებურად აქტუალური და წარმატებული იქნება კავშირები სხვა ქვეყნებსა თუ ქალაქებში მცხოვრებ კოლეგებთან. სწორედ თქვენზეა ახლა დამოკიდებული, რამდენად ნაყოფიერი და მჭიდრო იქნება თანამშრომლობის პროცესი. 

friday.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...