0 4 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო თანამშრომლობდა"- აფგან მუხთარლის მეუღლე

ჩამოტვირთვა

სულელური არგუმენტებია თქვენი მინისტრის მხრიდან - ამ განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლე, საქართველოს შს მინისტრის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. 

„ამას ვერ გააკეთებდა, როგორ შეიძლება ჟურნალისტი ასე გაიპაროს საზღვრიდან. სულელური არგუმენტებია თქვენი მინისტრის მხრიდან. მათ სურთ, ამ სიტუაციიდან თავი დაიძვრინონ. ცდილობენ ილუზია შექმნან, რომ საქართველო არ მონაწილეობდა. სხვაგვარად რომ აეხსნა მინისტრს, დავიჯერებდი, რომ საქართველო ნამდვილად არ იყო ჩართული. ახლა კი ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო თანამშრომლობდა,“ - განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ.

„იქნება კიდეც ეს პრეტენზია ხელისუფლების მიმართ, გამოძიების მიმართ, ზოგადად საქართველოს მიმართ, რომ მათი ან უნიათობით ან კოლაბორაციონიზმით მოხდა ეს უტიფარი დანაშაული თბილისის შუაგულში. ახლა არ არის იმის დრო, რომ კეთილი სურვილები და კეთილი აზრები მოვისმინოთ. ახლა არის იმის დრო, რომ კონკრეტული მტკიცებულებები ვნახოთ, რომელიც ამ დასმულ კითხვებს გასცემს პასუხს,“ - აცხადებს აფგან მუხთარლის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები