რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...
რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს. ხერსონის რეგიონული სამხედრ...
|
iPhone+-ის მამუკა მარღიშვილის განცხადებით ვალერიან ცერცვაძის მიერ თბილისის სააპელაციო სასამარლოს თანამდებობიდან გადადგომა არის წინასწარ გათვლილი სცენარი. მარღიშვილი სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მიხეილ ჩინჩალაძის დანიშვნასაც ეხმაურება. როგორც iPhone+-ის დამფუძნებელი აღნიშნა ვალერიან ცერცვაძე და მიხეილ ჩინჩალაძე მეგობრები არიან და სასამართლოში პოზიტიური ცვლილების მოლოდინი არ აქვს.
“თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე და ამავდროულად, შპს “აიტექნიკის“ ფაქტობრივი მფობელი ვალერიან ცერცვაძე ვადის ამოწურვამდე 3 თვით ადრე გადადგა.
ვალერიან ცერცვაძეს და მის გარემოცვას საზოგადოება დაბალი ინტელექტის მქონე პრიმიტიული მასა ჰგონიათ და ფიქრობენ, რომ მარტივად შეძლებენ საზოგადოების გააბრიყვებას.
ყველამ დავინახეთ რომ, ცერცვაძის გადადგომა და ჩინჩალაძის დანიშვნა სააპელაციოს სასამართლოს თავმჯდომარეობის თანამდებობაზე არის უნიჭოდ დადგმული სცენარი. მიხეილ ჩინჩალაძე არის ვალერიან ცერცვაძის უახლოესი მეგობარი. არავისთვის არის უცხო, რომ ცერცვაძე, ჩინჩალაძე, ვალერიან გავაშელი და მურუსიძე რომ უახლოესი მეგობრები არიან.
ფაქტია, გარიგდნენ და ვალერიან ცერცვაძის მიერ 3 თვით ადრე თანამდებობის დათმობის სანაცვლოდ სურთ ჩვენი ბიზნესი ჯგუფურად მიითვისონ.
ამ დრომდე თუ ვალერიან ცერცვაძე ჩვენს წინააღმდეგ ღიად მოქმედებდა, ახლა ცერცვაძეს უნდა, რომ შეფარულად იმოქმედოს და წაგვართვას ჩვენს მიერ შექმნილი.
როგორც აღმოჩნდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ვადა ორ კვირაში ეწურება და ცერცვაძეს თავისი თანამდებობაზე ყოფნის ვადა ბოლომდე, რომ მიეყვანა, სამი თვის შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრები, დიდი ალბათობით, აღარ აირჩევდნენ მიხეილ ჩინჩალაძეს და ამიტომაც ვალერიან ცერცვაძემ იჩქარა გადადგომა. ამით ცერცვაძემ ხელი შეუწყო მისი მეგობრის მიხეილ ჩინჩალაძის 5 წლიანი ვადით ყოფნას სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ”, - აცხადებს მამუკა მარღიშვილი.
მისივე განცხადებით iPhone+-ი სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე მრავალსერიან ფილმს გადაიღებს.
“ივლისიდან ვიწყებთ მრავალსერიანი ფილმის გადაღებას, ნამდვილი ამბავი ფილმად, სადაც სრული პროცესი იქნება გადაღებული. ზუსტად ისე და იგივე შინაარსით, შესაძლოა ხმა ზუსტად ის დაედოს, რაც პროცესზეა ჩაწერილი, რომ მთელმა საზოგადოებამ მომავალში გაიაზროს და ნახოს თუ რა ხდება სასამართლოში, რა უსამართლობის და უსინდისობის ზეიმია. როდესაც მომავალში გვეყოლება პატიოსანი და პრინციპული მოსამართლეები, მაგალითად ამ ფილმს აიღებენ და ნახავენ თუ როგორი არ უნდა იყოს სასამართლო. ნათია შიოშვილის მსგავსი უღირსი მოსამართლეები ისტორიის სამარცხვინო სანაგვეზე უნდა იყვნენ მოსროლილნი იმისთვის, რომ მომავალში არავინ იფიქროს მსგავსი უსამართლობა.
მამუკა მარღიშვილის განმარტებით ვალერიან ცერცვაძე რეალურად რჩება სასამართლოში ორ მნისვნელოვან პოზიციაზე, რაც მას საშუალებას მისცემს ზეწოლის ბერკეტი კვლავ ჰქონდეს მოსამართლეებზე.
“ვალერიან ცერცვაძე რეალურად არსად წასულა, იგი რჩება სასამართლოში ორ უმაღლეს თანამდებობაზე, სისხლის სამართლის პალატის თავმჯდომარედ და იუსტიციის უმაღლესი სკოლის თავმჯდომარედ. ცერცვაძე მოსამართლეებს ასწავლის ჩვევების გამომუშავებას თუ როგორ უნდა იქცეოდეს მოსამართლე პროცესზე. თუ რა ჩვევები გამოიმუშავა მისმა დატრენინგებულმა მოსამართლე ნათია შიოშვილმა ყველამ ვნახეთ. ეს იყო - უპრინციპობა, უთავმოყვარეობა, მორჩილება, მონობა, უღირსობა და უსამართლობა.
სასაამრთლოში არის საგანგაშო მდგომარეობა, ეს ადამიანები ფაქტობრივად “ხელი-ხელს ბანს” პრინციპით მუშაობენ, ერთმანეთს უკეთებენ ბინძურ საქმეებს, აქვთ საკუთარი დაუწერელი კანონები, არიან თბილად მომსხდარნი და “ძალა ერთობაშია” პრინციპით გააქვთ ერთმანეთი იმისტვის, რომ თბილი ადგილი არ დაკარგონ. პორტირდებიან და ერგებიან ყველა ხელისუფლებას, მომავალ ხელისუფლებასაც მოერგებიან.
მდგომარეობა კატასტროფული რომ არის სასამართლოში, მთლიანად ფულის კეთებაზეა გადასული სისტემა და არავის არაფრის არ ეშინიათ - ფაქტობრივად სისტემური დეგრადაცია ხდება ამ ქვეყნის დემოკრატიისათვის. ეს დაადასტურა ნათია შიოშვილის უპრეცედენტოდ კომიკურმა გადაწყვეტილებამ, რაც პირდაპირ დაყაჩაღებაა ბიზნესის და სამართალთან არ აქვს არანაირი კავშირი.
ძალზედ საგანგაშო მდგომარეობაა და მთავრობა და საზოგადოება დროულად უნდა გამოფხიზლდეს რომ ეს ჩაბინძურებული ინსტიტუტი გაიწმინდოს და ჩანაცვლდეს ღირსეული, პრინციპული, სამართლიანი, პატიოსანი მოსამართლეებით.
iPhone+-ის დამფუძნებელი ცერცვაძის საოჯახო ბიზნესს - “აიტექნიკსა” და iPhone+- სს შორის სასამართლო დავის დეტალებსაც შეეხო.
“მოსამართლე ნათია შიოშვილმა (მოსამართლე ბრჭყალებში - ავტ.), 18 დღეში ჩანიშნა 7 სხდომა, ანუ ყოველ 3-4 დღეში ნიშნავდა სხდომას. პროცესი დაიწყო და დაასრულა 18 დღეში. შიოშვილი საეჭვოდ ჩქარობდა და ამჟამად გამოჩნდა რა სცენარი ქონია ცერცვაძეს ჩაფიქრებული და დღეს უკვე ყველაფერი ნათელი გახდა.
გარდა ამისა მოსამზადებელ სხდომაზე მოსამართლემ შიოშვილმა არ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა და არ მიიღო სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, თან კომიკური ისაა რომ წაიკითხა და რომ დაინახა მოთხოვნილი ზარალის შეფასებას აბათილებდა სამხარაულის დასკვნა აღარ მიიღო, შიოშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ აქამდე უნდა წარგედგინათ შუამდგომლობა და უკვე დაგვიანებულიაო, არადა იმ დღეს ორი სხვა შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
შიოშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით, საზოგადოების თვალის ასახვევად 3 სულელური ეპიზოდიდან ორი არ დაუკმაყოფილა, თუმცა მოსამართლის მიერ მომჩივანისთვის ერთი ეპიზოდის დაკმაყოფილებით 900 000 ლარი დაგვაკისრა წარმოუდგენელ სისულელეზე - ჩვენ დავარეგისტრირეთ დომეინი itechnics.ge 2011 წელს, ხოლო მაშინდელმა შპს “გრინ ეფლი ჯორჯიამ” ამჟამინდელმა, “აიტექნიკმა” ჩვენს შემდეგ დაარეგისტრირა მსგავის დომეინი და ეს დასტურდება ოფიციალური დოკუმენტებით.
დოკუმენტებში აშკარაა, რომ ჩვენს შემდეგ დაარეგისტრირეს მსგავსი დასახელების საიტი ერთი ასოს გამოკლებით და თურმე ჩვენ მსგავსი დასახელება, რომ გვქონდა ზიანს ვაყენებდით და თანაც ეს ყველაფერი 5 წლის შემდეგ გაახსენდათ.
ეს არის მართმლსაჯულების აუდიდესი სირცხვილი და საოცარი უსინდისობა, რასაც აუცილებლად მოჰყვება უარყოფითი შედეგები, როგორც ამ გადაწყვეტილების მიმღები რეკეტიორებისთვის, რომელთაც მოსამართლეები ჰქვიათ და ასევე, ქვეყნისათვისაც, რაც სავალალოა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის”, - აცხადებს მამუკა მარღიშვილი.
რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს. ხერსონის რეგიონული სამხედრ...
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...
ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...
გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...
ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...
არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...
შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...
ნატომ ახლავე უნდა დაიწყოს მზადება იმისთვის, რომ მომავალში რუსეთის ფედერაცია დაიშლება. ეს აზრი ფრანგმა გენერალმა, ევროპაში ნატოს ძალების მეთაურის ყოფილმა მოადგილემ, მიშელ იაკოვლეფმა საფრანგეთის საზღვაო...
თეთრი სახლის ოფიციალური პირები ჯო ბაიდენის მოულოდნელ ვიზიტს კიევში – ომის ზონაში მდებარე და მუდმივად თავდასხმის ქვეშ მყოფ ქალაქში აღწერენ როგორც “თანამედროვე დროში უპრეცედენტოს”. ისი...
ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი რუს გუბერნატორებს აკრიტიკებს და მოუწოდებს, რომ ომში დაღუპულთა რიცხვი აღარ დაასახელონ. „არ მესმის, როდესაც რეგიონების ლიდერები ყვირიან სპეციალურ სამხედრო ოპერაციაშ...
ძლიერი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან მოხდა. თავდაპირველი ინფორმაციით თურქეთში 76-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო მეზობელ სირიაში 50-ზე მეტი. თუმცა მსხვერპლთა რიცხვი სტაბილუ...
უკრაინამ ევროკავშირის 18 მილიარდი ევროს მაკროფინანსური პროგრამიდან პირველი ტრანში, 3 მილიარდი ევრო მიიღო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერზე“ წერს. &bdqu...
თეთრ სახლში ვიზიტის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კონგრესში მივიდა. ამერიკელი კანონმდებლების წინაშე სიტყვით გამოსვლამდე, ზელენსკი დემოკრატებისა და რესპუბლიკელთა ლიდერებს შეხვდა როგორც ...
ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტის იდეით გამოდის. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმაურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. წინადადების თანახმად, ახალმა სასანქციო პაკეტმა უნდა გაითვ...
რუსული მედიის ცნობით, რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ხიდის აღდგენილ ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა განახლდა. მედიაში ვრცელდება ფოტომასალა, სადაც ჩანს, როგორ ათვალიერებს რუსეთის პრეზიდენტ...
ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო უკრაინას მოუწოდებს, „შეწყვიტოს კონფლიქტი“ და აცხადებს, რომ ახლა ყველაფერი მის ხელშია. "ახლა ყველაფერი უკრაინის ხელშია. თუ მათ არ სურთ სიკვდილი, მ...
ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ კონსერვატიული პარტიის ლიდერობას და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობისთვის ბრძოლას არ აპირებს. ჯონსონის განცხადებით, მას საკმარისი მხარდაჭ...
„კამიკაძე-დრონები“ და რაკეტები მთელ უკრაინას ესხმიან თავს. მტერს შეუძლია დაარტყას ჩვენს ქალაქებს, მაგრამ ის ვერ შეძლებს ჩვენს გატეხას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ...
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ირანში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და Twitter-ზე წერს: “შეერთებული შტატები დგას ირანელი ქალებისა და მოქალაქეების გვერდით, რომლებიც შთააგონებენ მსოფლიოს თ...
ბრიტანელი ლიენ ბეტელი, რომელიც ტელფორდში ცხოვრობს, „ფეისბუქზე“ ფოტოს აქვეყნებს, სადაც ღრუბლებში უცნაური გამოსახულება ჩანს. ფოტოს, სადაც სოციალური ქსელის მომხმარებელი ამტკიცებს, რ...
აპრილი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები