1 8 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"სანამ საპატრიარქო არ უარყოფს ქარჩავას განცხადებებს, ის საპატრიარქოს პოზიციად უნდა ჩაითვალოს" - დედა სიდონია

ჩამოტვირთვა

საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას მიერ გაკეთებულ განცხადებებს დედა სიდონია ეხმაურება.

დედა სიდონია საპატრიარქოსგან განმარტებას ელოდება, ემთხვევა თუ არა მისი პოზიცია ედიშერ ქარჩავას პოზიციებს და გაჟღერებულ ინფორმაცია.

სასულიერო პირი ამბობს, რომ ედიშერ ქარჩავას მიერ გაკეთებული განცხადებების ირგვლივ არაერთი კითხვის ნიშანი ჩნდება.

„სანამ საპატრიარქო არ უარყოფს ქარჩავას განცხადებებს, მაშინ ის საპატრიარქოს პოზიციად უნდა ჩაითვალოს და საპატრიარქო ვალდებულია დაასაბუთოს გაკეთებული განცხადებების დასაბუთებულობა და წარმოადგინოს მტკიცებულებები. სხვა შემთხვევაში საპატრიარქოს სახელით ცილისმწამებლური განცხადებების გაკეთება სერიოზული პრობლემაა.

"მეც მაქვს კითხვები რამდენად არის პატრიარქი საქმის კურსში, ვისთან ათანხმებს ბატონი ედიშერი მის მიერ გაჟღერებულ საკითხებს. თუ არავისთან არ თანხმდება რატომ აქვს მას ასეთი ცხოველი ინტერესი ამ საკითხებით დაინტერესების, ბევრი კითხვა ჩნდება მისი ცნობისმოყვარეობის ირგვლივ,“-განაცხადა დედა სიდონიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები