0 6 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ბევრი რამ ვისწავლეთ ნატოსგან და ბევრ საკითხზე ვმუშაობთ" - სესიაშვილი

ჩამოტვირთვა

ეს ის შემთხვევაა, როდესაც მეტი ნატოა საქართველოში - ეს განცხადება, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშრების კომიტეტის თავმჯდომარემ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.

ირაკლი სესიაშვილმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ნატოსა და საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„რთული 26 წელი გაიარა საქართველომ, თუმცა, დღეს ჩვენ შეგვიძლია სიამაყით ვთქვათ, რომ ჩვენ ნატოსთან ურთიერთობაში გვაინტერესებს არა მხოლოდ უსაფრთხოების გამოწვევები, არამედ ჩვენ გვაერთიანებს ღირებულებები. ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ ნატოსგან და ბევრ საკითხზე ვმუშაობთ, თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენც შეგვიძლია ნატოს რაღაც ვასწავლოთ და ეს შეიძლება იყოს ჩვენი გამორჩეული სტუმართმოყვარეობა,“ - განაცხადა სესიაშვილმა. 

საქართველო მაღალი რანგის სტუმრებს მასპინძლობს. დამოუკიდებლობის დღეს თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია იხსნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები