0 6 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„კითხვის ნიშნები ჩნდება, რატომ გავრცელდა ეს ვიდეო ახლა" - ნანუაშილი თორდიას საქმეზე

ჩამოტვირთვა

  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსზე, ლაშა თორდიაზე მომხდარი თავდასხმის დროულ და გამჭვირვალე გამოძიებას ითხოვს სახალხო დამცველი. 

  უჩა ნანუაშვილის თქმით, დამატებით კითხვებს აჩენს გუშინ გავრცელებული ვიდეო ჩანაწერები, რომელიც პირველ საქმესთან შემხებლობაში არ არის.

  „კითხვის ნიშნები ჩნდება, რატომ გავრცელდა ეს ვიდეო ახლა. ის განცხადებები, რომლებიც გაკეთდა, რა თქმა უნდა, უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს. მე იმედი მაქვს, რომ გამოძიება, იმ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელსაც ადგილი ჰქონდა El Centro-ში, ძალიან მალე დასრულდება და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი,

  სამწუხაროდ, მე აქამდე იმ კითხვებზე პასუხი ვერ მოვისმინე საგამოძიებო ორგანოების მხრიდან, პირიქით, ყოველდღიურად ახალი ინციდენტების შესახებ ვიგებთ და იმ ინფორმაციას, რომლის მიზანიც შესაძლებელია იყოს სწორედ ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მიმართ გარკვეულწილად, შავი პიარის აგორება,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები