1 5 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"შრომის ინსპექციის შექმნა, არის უაღრესად მნიშვნელოვანი"- მარგველაშვილი

ჩამოტვირთვა

     შრომის ინსპექციის მომავალი - ამ სახელწოდების კონფერენცია გაიმართა თბილისში.

     შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტი, სახალხო დამცველი, არასამთავრობო სექტორი და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

    პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შრომის ინსპექციის შექმნის პროცესში, პრინციპულ და მთავარ ღირებულებებზე გაკეთდეს აქცენტი.

   „მძიმეა ის სტატისტიკა, რომელის ანალიზითაც დღეს ჩვენ ვართ დაკავებული. საქართველოში სამწუხაროდ, გვაქვს ტრაგიკული სტატისტიკა ადამიანების, რომლებიც სამუშაო პირობების და სამუშაო გარემოს მოუწყობლობის ან მოწყობის წესთა დაუცველობიდან გამომდინარე დაიღუპნენ სამუშაო ადგილას. ამ ადამიანებზე ზრუნვა, არის როგორც სახელმწიფოს, ასევე თითოეული ჩვენთაგანის ფუნქცია.შრომის ინსპექციის შექმნა, არის უაღრესად მნიშვნელოვანი და სწორი ნაბიჯი და მნიშვნელოვანია, რომ შრომის ინსპექციის შექმნის პროცესში, თავიდანვე პრინციპულ და მთავარ ღირებულებებზე გავაკეთოთ აქცენტი,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები