0 6 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თურქეთში მოკლული ელენე გოქაძე საქართველოში გადმოასვენეს

ჩამოტვირთვა

თურქეთში მოკლული ელენე გოქაძე საქართველოშია გადმოსვენებული. ის ზესტაფონის დასახლება კვალითის მკვიდრია. გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, ცხედარი დასახიჩრებულია და მას წამების კვალი აღენიშნება.

თურქული მედიის ინფორმაციით, მოკლული ფაცის რაიონში ყელგამოჭრილი ნახეს. გავრცელებული ცნობით, დანაშაულში ეჭვმიტანილი მეზობელი მამაკაცია, რომელიც სამართალდამცველებმა ტრაპზონში დააკავეს.

მოკლულის ახლობლები ვარაუდობენ, რომ მკვლელი ფსიქიკურად ჯანმრთელი არ იყო. ელენე გოქაძე თურქეთში უკვე დიდი ხანია მუშაობდა და საქართველოში ოჯახს არჩენდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები