2 3 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას სხვადასხვა აქტივობები იგეგმება

ჩამოტვირთვა

   საქართველოში რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას ჩემპიონატში მონაწილე გუნდები სხვადასხვა სოციალურ და საგანმანათლებლო აქტივობას გეგმავენ.  

  ამასთან დაკავშირებით, თიბისი გალერეაში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ითქვა, რომ  ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ღონისძიება ჰაკათონია, რომლის ფარგლებშიც ინგლისისა და მსოფლიო რაგბის IT სპეციალისტებთან ერთად საქართველოს რაგბის აკადემიის წარმომადგენლები მონაწილეებს რაგბში და ზოგადად, სპორტში არსებულ თანამედროვე ტექნოლოგიებს გააცნობენ.

  სამატჩო დღეებში სტადიონის ტერიტორიაზე უსაფრთხო გზების კამპანიაც იგეგმება. ამასთან ერთად პროექტის ფარგლებში იგეგმება მედია ტურნირების, სამედიცინო და სამწვრთნელო სემინარების გამართვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები