0 5 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს პროკურატურა: ,,დეპუტატ გელა მიქაძის ექსტრადირება არ მოხდება"


საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, გელა მიქაძის წინააღმდეგ, არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, განცხადება გაკეთდა საქართველოს პროკურატურაში.

უწყებაში აცხადებენ, რომ საემიროების სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის მიუხედავად, დეპუტატ გელა მიქაძის ექსტრადირება არ მოხდება. საგამოძიებო უწყების განმარტებით, პატრიოტთა ალიანსის წევრს საქართველოს მოქალაქეობა იცავს.

„საქართველოს პროკურატურა, მზად არის სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, დანაშაულთან ბრძოლის კუთხით, დახმარება აღმოუჩინოს ყველა დაინტერესებულ სახელმწიფოს. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევისა. ქართული მხარე უცხო სახელმწიფოს მოთხოვნის შემთხვევაში ვერ გადასცემს საქართველოს მოქალაქეს გელა მიქაძეს, უცხო სახელმწიფოში ექსტრადირებას ვერ განახორციელებს, ვინაიდან საქართველოს მოქალაქეობრივი კუთვნილება წარმოადგენს ექსტრადიციის შემაფერხებელ გარემოებას,“ - განაცხადა საქართველოს პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი პატრიოტთა ალიანსიდან, გელა მიქაძეს გაერთიანებული საემიროების სასამართლომ 17 მილიონი დოლარის მითვისებისთვის 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...