0 0 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე

ჩამოტვირთვა

თბილისის საკრებულოს დღევანდელი სხდომა ხმაურით გაიხსნა. სიტყვიერი დაპირისპირება ოპოზიციის განცხადებებს მოჰყვა. ნაციონალური მოძრაობისწარმომადგენლები უმრავლესობის წევრებს კითხვებს ყოფილი მთავარი პროკურორისთვის, ოთარ ფარცხალაძისთვის, გადაცემულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით უსვამდნენ.

შეკითხვები უკავშირდებოდა მიწის ნაკვეთებს, რომელიც ჩანაცვლების წესით ყოფილ მთავრ პროკურორს გადაეცა. ოპოზიციის ინფორმაციით, ნუცუბიძეზე ამ ტერიტორიის ირგვლივ ადგილობრივების მოთხოვნაა, რომ სარეკრეაციო სტატუსი მიენიჭოს და დაუშვებელია მშენებლობა.

 „განაშენიანების რეგულირების საბჭომ ეს დადებითად გადაწყვიტა და რეკომენდაცია მისცა, რომ ამ ტერიტორიას მინიჭებოდა რეკრეაციული ზონის საკითხი და შემოსულიყო საკრებულოში, მაგრამ საკრებულოში ეს საკითხი არ შემოსულა იმიტომ, რომ აქ უკვე ჩაერთო ფარცხალაძის ინტერესი. რასაკვირველია, თბილისის მერი, დავით ნარმანია, არ იყო მოტივირებული იმისთვის, რომ სამასი ადამიანის ინტერესი დაეკმაყოფილებინა. მისი ინტერესი იყო მხოლოდ ერთი თაღლითი ფარცხალაძის ინტერესი ყოფილიყო დაკმაყოფილებული,“ - განაცხადანაციონალური მოძრაობის წევრმა, მარიკა დათუკიშვილმა, რის შემდეგაც საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა, მას კორექტულობისკენ მოუწოდა, რაზეც დათუკიშვილმა უპასუხა: „გული გეტკინათ, ფარცხალაძესთან დაკავშირებით თაღლითი რომ ვიხმარეთ, ფარცხალაძე მარტო თაღლითი კი არ არის, ფარცხალაძე არის ქურდიც, რომელიც ქურდობასთან დაკავშირებით იყო გასამართლებული“.

ოპოზიციის წარმომადგენელს გიორგი ალიბეგაშვილმა მიმართა. უმრავლესობა ოპონენტებს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს.

 „ქალბატონო მარიკა, საკრებულოში იმყოფებით, არ იმყოფებით ქუჩაში, დაწყნარდით,“ -მიმართა საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა, ნაციონალური მოძრაობის წევრს, მარიკა დათუკიშვილს.

ოპოზიციის წევრებს შეკითხვები ჰქონდათ ასევე ვერეს ხეობაში ოთარ ფარცხალაძისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები