0 8 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ოთარ წოწორიას სახლში ჩხრეკა 4 საათს გაგრძელდა

ჩამოტვირთვა

4 საათის განმავლობაში გაგრძელდა, ევროსასამართლოს მოსამართლის ნონა წოწორიას ძმის სახლის ჩხრეკა ბათუმში. ექსპერტ-კრიმინალისტებმა ადგილი უკომენტაროდ დატოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ჩხრეკა ადვოკატის თანდასწრებით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ჩატარდა.

უწყების ინფორმაციით, ამოღებულია პისტოლეტი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნები, რომელსაც ექსპერტიზა ჩაუტარდება. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დაიწყო. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მოსამართლის ნონა წოწორიას ძმა პოლიციას არ დაუკავებია, მას ამ დრომდე არც ჩვენება მიუცია.

ოთარ წოწორიას განცხადებით, ამოღებული ნივთებიდან მხოლოდ ორი სანადირო თოფია მისი საკუთრება. მისთვის უცნობია, როგორ აღმოჩნდა მის სახლში სხვა იარაღები. ის მომხდარს დის საქმიანობას უკავშირებს და ანგარიშსწორებად აფასებს.

"ჩემი დის საწინააღმდეგოდ გაკეთებულია ყველაფერი, ალბათ ანგარიშსწორებაა ყველაფერი. ჩემი და იყო ადეიშვილის მოადგილე და ალბათ ამიტომ," - აცხადებს ოთარ წოწორია. 

ადგილზე იმყოფებოდა სახალხო დამცველის ბათუმის წარმომადგენელიც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები