2 1 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლაშა თორდია გამოძიების მიმდინარეობას არ ენდობა

ჩამოტვირთვა

სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელი გამოძიების მიმდინარეობას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ გამოძიებას არ ენდობა. ლაშა თორდიას განცხადებით, მის დისკრედიტაციას ემსახურება გამოძიების გაჭიანურება და გამოკითხვების ამგვარად წარმოება ამას ემსახურება.

მისი თქმით, გამოძიება არასწორი მუხლით მიმდინარეობს, რადგან თავდასხმა მასზე მოხდა, როგორც აუდიტორზე და არა როგორც რიგით მოქალაქეზე. მან განმარტა, რომ ეს ნიშნავს ინსტიტუციაზე თავდასხმას.

„აქ საუბარი არის ზოგადად ამ ინსტიტუციის არსებობაზე ან არარსებობაზე. იმიტომ, რომ ეს ოთარ ფარცხალაძე იქნება თუ სხვა რომელიმე ადამიანი, რომელზედაც, მაგალითისთვის დაიწყებს აუდიტის სამსახური რაიმე მასალების მოპოვებას და ეს ადამიანები თავს დაესხან ამ ინსტიტუციის ხელმძღვანელს თუ არახელმძღვანელს თუ ჩვეულებრივ აუდიტორს, ეს ნიშნავს თავდასხმას ინსტიტუციაზე, რომლის მთავარი ფუნქცია არის ასეთი კორუფციული თუ არაეფექტური თუ არაეკონომიური ხარჯების გამოვლენა. ამ შემთხვევაში, გამოძიება, რომელიც დაწყებულია, დაწყებულია იმისთვის, რომ არ დასრულდეს და არ შედგეს, მუხლი, რომლის კვალიფიკაციაც არის მსუბუქი. საუბარი არის იმაზე, რომ ამ ადამიანებს გამოძიების ჩატარება არ უნდათ. არც იმის უფლება აქვთ, რომ გამოკითხვები ამ ფორმით აწარმოონ, იმიტომ რომ არანაირ სტანდარტში, არანაირ საპროცესო კანონმდებლობაში ეს არ ჯდება. უბრალოდ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მიმართული ჩემი დისკრედიტაციისათვის,“ - აცხადებს ლაშა თორდია. 

აუდიტის სამსახურის დასკვნა მომდევნო კვირაში გასაჯაროვდება. დოკუმენტის გარკვეული დეტალები, რომლიც ოთარ ფარცხალაძეს უკავშირედება, დღეს გენერალურმა აუდიტორმა არასამთავრობო სექტორს გააცნო. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ელ ცენტროში 13 მაისს მომხდარ ინცინდენტსა და სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები