0 9 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ხელმოწერა არის ახალი კარი, რომელიც საქართველოსთვის გაიღო"

ჩამოტვირთვა

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის, განცხადებით, ჩინეთთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება იქნება ახალი კარი საექსპორტო პოტენციალის და ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარების მიმართულებით.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მოხდება ახალი ინვესტიციების მოზიდვა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მნიშვნელოვანი იქნება ის ძვრები, რომელიც ხელშეკრულების ძალაში შევლის შემდეგ ქართულ ეკონომიკაში მოხდება.

„ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ხელმოწერა იქნება ახალი ადგილების შესაქმნელად, ახალი ინვესტიციების მოსაზიდად, ექსპორტზე ორიენტირებული წარმოებების განსავითარებლად, რაც საქართველოსთვის არის ძირითადი სტრატეგიული მიმართულება. იქნება უმნიშვნელოვანესი და ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა. ვთქვა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ახალი კარი, რომელიც გაიღო საქართველოს საექსპორტო პოტენციალის და ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარების მიმართულებით,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები