2 1 : 1 5
 | 

მსოფლიო

იანოშ ჰერმანი საგარეო უწყებაში დაიბარეს

ჩამოტვირთვა

საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილესა და საქართველოში ევროკავშირის ელჩს იანოშ ჰერმანს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჰერმანი გერმანელი დიპლომატის მიერ ცხინვალში გაკეთებული განცხადებების გამო დაიბარა.

გერმანელმა დიპლომატმა და ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჰერბერტ ზალბერმა საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტს - ანატოლი ბიბილოვს არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა. დიპლომატიური გაურკვევლობის მთავარი მონაწილე იმავდროულად ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეცაა.

საგარეო უწყებაში ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა. წინასწარი ინფორმაციით, იანოშ ჰერმანი და მიხეილ დონდუა ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

დიპლომატიური გაურკვევლობის მთავარი მონაწილე იმავდროულად ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეცაა. გერმანელი დიპლომატი ოკუპირებულ რეგიონში ევროკავშირის სხვა წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა, სადაც მან კიდევ ერთი განცხადება გააკეთა - ამჯერად უკვე ძალის გამოუყენებლობის შესახებ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები