1 7 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უმრავლესობა ლაშა თორდიას საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას არ ეთანხმება

ჩამოტვირთვა

მმართველ გუნდში მთავარი აუდიტორის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებულ საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნას არ იზიარებენ.ქართული ოცნების წევრების განცხადებით, გამოძიებას ენდობიან და საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობას დააკვირდებიან.

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საგამოძიებო მოქმედებები სათანადო ტემპით არ წარიმართება, პარლამენტის კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედებენ.

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, აღნიშნავს, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობაზეა დამოკიდებული.

საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივას პარლამენტის სხვა ოპოზიციური პარტიებიც იზიარებენ. ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, შეიქმნება თუ არა საგამოძიებო კომისია ლაშა თორდიაზე განხორციელებული ძალადობის გამოძიების მიზნით. 

ბიუროს სხდომაზე უმრავლესობამ საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები