0 0 : 4 0
 | 

მსოფლიო

სლოვაკეთის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილს მშობლიურ ქალაქ ლევოჩაში უმასპინძლა

ჩამოტვირთვა

"პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ძვირფას მეგობარს, პრეზიდენტ კისკას ჩემი მასპინძლობისათვის ლევოჩაში. 
ოფიციალური ვიზიტების ფარგლებში ყოველთვის გვეძლევა ქვეყნის ღირსშესანიშნაობების დათვალიერების საშუალება და მე მოხიბლული ვარ როგორც ამ ქალაქით, ასევე იმ კათედრალით, რომელსაც ვეწვიეთ. 
მონასტერში სტუმრობისას განსკუთრებული ემოციები გამოიწვია ორღანზე შესრულებულმა მუსიკამ.
მოხიბლულები ვართ აქაური სტუმართმოყვარეობით, თუ როგორ გვიმასპინძლა ქალაქის მერიამ და მოქალაქეებმა. მე ძალიან მადლიერი ვარ ამ შესაძლებლობისათვის", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში სლოვაკეთის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამ საქართველოს პრეზიდენტს და პირველ ლედის მშობლიურ ქალაქ ლევოჩაში უმასპინძლა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები