1 5 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„გვაბრალებენ თითქოს, ჩვენ მოვთხარეთ საფლავები"- კახი კალაძე

ჩამოტვირთვა

საპროტესტო გამოსვლებს ხანდოს ხეობაში კახი კალაძემ დღეს საგანგებო ბრიფინგით უპასუხა. ენერგეტიკის მინისტრის განმარტებით, ენერგოტრანსმა პროექტისთვის ყველა საჭირო დოკუმენტი და ნებართვა წარადგინა, გარკვეულ წერტილებში, შესაბამისი მეთოდოლოგიის დაზუსტებამდე, მშენებლობა არ გაგრძელდება.

კახი კალაძის განცხადებით, ეს პროექტი ენერგეტიკის მინისტრისთვის მნიშვნელოვანია.

მინისტრმა დღეს საზოგადოებრივ პროტესტში არასამთავრობო ორგანიზაციები დაადანაშაულა და მართულ პროვოკაციაზეც ისაუბრა.

„გვაბრალებენ ბარბაროსული და ვანდალურ ქმედებებს, თითქოს, ჩვენ მოვთხარეთ საფლავები, ამოვყარეთ მიცვალებულები და მათ შეურაცხყოფა მივაყენეთ. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუე. ეს არის ამორალური, უზნეო საქციელი ამ დესტრუქციული ძალების მხრიდან. ჩვენ არანაირ საფლავებს არ ვთხრით, კონკრეტულად ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ ადგილობრივი მოსახლეობის აბუნტებას, შეცდომაში შეყვანას. ძალიან ხშირად ისმის, რომ არ არსებობს არანაირი დასკვნა, ეს არის დიდი ტყუილი,“- განაცხადა კახი კალაძემ. 

ხანდოს ხეობის მოსახლეობა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის სამშენებლო სამუშაოებს გააპროტესტებდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის სამშენებლო სამუშაოები მუგუდას სასაფლაოზე მიმდინარეობდა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები