1 4 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ოკუპანტებმა გატაცემული მოქალაქე, ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს

ჩამოტვირთვა

საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს ოპოზიცია ეხმაურება. კვლევის შედეგების მიხედვით, გაძლიერებულ რუსულ პროპაგანდას ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლების ორაზროვან პოლიტიკას უკავშირებენ.

„ჩვენ ხელისუფლებას ბოლო წლების განმავლობაში ოფიციალურად ფორმალურად დეკლარირებული აქვს პროდასავლური, ევროპული და ევროატლანტიკური კურსი, მაგრამ რეალურად ახორციელებს ისეთ ქმედებებს, როგორიცაა ორმხრივი დიალოგი რუსეთთან, ჟენევის მოლაპარაკებების უგულებელყოფა, პუტინის მგლების მასპინძლობა, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან თქვენს, რომ არ მივიღებთო, როგორიც არის ლუჟკოვის პატივით დახვედრა. ეს ქმედებები არის ორაზროვანი ად წინააღმდეგობრივია იმ დეკლარირებულ პოლიტიკასთან, რომელსაც ხელისუფლება აწარმოებს. ეს იწვევს ორაზროვნებას შემდგომ უკვე მოსახლეობაში,“- განაცხადანაციონალური მოძრაობის წევრმა, ნინო კალანდაძემ.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ რუსული პროპაგანდა ანტიდასავლურ პროპაგანდას მოიცავს.

„რუსული პროპაგანდა იმ ენით მოქმედებს, რასაც ეწოდება ანტიდასავლური პროპაგანდა, ამაზე ვსაუბრობთ, როგორც ჩვენ, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები, ამას ყველა გრძნობს, მოქალაქეებიც გრძნობენ. მნიშვნელოვანია, მთავრობამ გაიგოს, რომ ეს არის ძალიან ცუდი, ეს არის ნეგატივი, რომელსაც ვხედავთ, როგორ ხშირ შემთხვევაში აფინანსებენ იმ მედიასაშუალებებს, პირდაპირ თუ ირიბად, რომელიც ანტიდასავლურ რიტორიკას და სიძულვილის ენას ქადაგებს,“- განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, სერგო რატიანმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები