0 9 : 0 8
 | 

მსოფლიო

ერთადერთი ცურვის მწვრთნელი, რომელიც შშმ ბავშვებს ცურვას ასწავლის !

ბელა სამარღანიშვილი იმ მცირერიცხოვან მწვრთნელთა  კატეგორიას განეკუთვნება, რომლებიც შშმ პირებთან მუშაობს. სპორტკომლექს "არენას“  ცურვის მწვრთნელმა

,,ITV-სთანმუშაობის მეთოდიკასა და სპეციფიკაზე ისაუბრა.

 

Itv: როგორ დაიწყო თქვენი მუშაობა ამ მიმართულებით?

 

ბელა სამარღანიშვილი: მე ცურვის სპეციალისტი  ვარ და 30 წელია მწვრთნელად ვმუშაობ. რამდენიმე წლის წინ მივიღე შემოთავაზება, რომ მომემზადებინა შშმ პირები, ვთქვი, რომ ვცდი  ბავშვებთან ურთიერთობას და სწავლებას. ავიღე ჩემს თავზე პასუხისმგებლობა  და სიმართლე გითხრათ, არ გამჭირვებია. უკვე 15 წელია ასეთ ბავშვებთან ვმუშაობ.

ITV: შშმ ბავშვებთან მუშაობა მოითხოვს განსხვავებულ მიდგომებს მოითხოვს?

 

ბელა სამარღანიშვილი: ამ ბავშვებს სჭირდებათ ინდივიდუალური მიდგომები  და მეტი ყურადღება. ისინი ძალიან ფაქიზები არიან და ითხოვენ მეტ კონცენტრაციას.

 

ITV: რამდენად შედეგიანია ეს პროცედურები როგორც სპორტული, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით?

 

ბელა სამარღანიშვილი: რა თქმა უნდა, შედეგიანია. ბავშვები, რომლებიც ჩემთან დადიან სიხარულით მოდიან საწვრთნელ პროცესზე. ყველა მათგანმა ისწავლა ცურვა. სპორტკომლექს "არენას“ მენეჯმენტმაც და მომხმარებლებმაც ეს მოზარდები კარგად მიიღო და კომფორტულ გარემოს უქმნიან.

ITV:  შშმ პირებისთვის ცურვის სწავლების მეთოდი თქვენ თვითონ შეიმუშავეთ თუ ისწავლეთ?

 

ბელა სამარღანიშვილი: ცოდნა ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე მაქვს მიღებული. პრაქტიკამ მომცა  საშუალება, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებთან ვიმუშაო. ზუსტად ვერ გეტყვით რა კონკრეტული მეთოდიკით ვასწავლი მათ, თუმცა ფაქტია, რომ მათ ძალიან კარგად ესმით ჩემი და მითითებებზაც ზუსტად ასრულებენ.

ITV:  ახლა რამდენ ბავშვთან მუშაობთ?

ბელა სამარღანიშვილი: ამ ეტაპზე 25  ბავშვი მყავს. ისინი ინდივიდუალურად მეცადინეობენ. ჯგუფის გაკეთება ასეთ შემთხვევაში ძალიან რთულია.

 

ITV: მათ შემთხვევაში საწვრთნელი პროცესის დროის ლიმიტის დაგეგმვა შესაძლებელია?

ბელა სამარღანიშვილი: ბევრ მათგანს შეუძლია წყალში სტანდარტულად 45 წუთის განმავლობაში გაჩერება, თუმცა არიან ბავშვები, რომელებსაც არ ჭირდებათ ეს ხანგრძლივობა და თვითონ მოითხოვენ ამოსვლას. არის შემთხვევები, როდესაც საერთოდ არ უნდათ წყლიდან ამოსვლა.

ITV: თქვენი პრაქტიკაც ადასტურებს, რომ არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები?

ბელა სამარღანიშვილი:  რა თქმა უნდა, არ არსებობს. მე არ მყოლია შშმ ბავშვი, რომელსაც ჩემი ნასწავლი არ აუტვისებია !

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 10:58

    ცოლ-ქმარს 13 შვილი სახლში გამომწყვდეული, ზოგიერთ...

    კალიფორნიის შტატის რივერსაიდის ოლქის პოლიციამ ცოლ-ქმარი დააკავა. 57 წლის დევიდ ალენ ტურპინსა და 49 წლის ლუიზა ანა ტურპინს  2-დან 29 წლამდე ასაკის 13 შვილი სახლშო გამომწყვდეული ჰყავდა, ზოგიერ...

  • 10:42

    ექიმებს საახალწლო მოლხენა, სამსახურის დაკარგვის ფ...

      მოსკოვის ერთ–ერთი  რეგიონული დისპანსერის ექიმებს,  საახალწლო სუფრა სამსახურის დაკარგვის ფასად დაუჯდათ. საქმე იმაშია, რომ მედიკოსებმა მოლხენა იმ დროს მოინდომეს, როცა საავადმყოფოს ...

  • 11:46

    "ყველაზე მაგარი მაიმუნი ჯუნგლებში" - რეკლამა, რომ...

        შვევდური კომპანია H&M-ი რასიზმში დაადანაშაულეს. ამის მიზეზი საბავშვო კოლექციის რეკლამა გახდა, რომელშიც ზედა, წარწერით "ყველაზე მაგარი მაიმუნი ჯუნგლებში" ფერადკანიან ბავშვს აცვია.&nbs...

  • 11:03

    პრინცესა შარლოტა ბაღში წავიდა, ქეითმა კი მისი ფოტ...

      კემბრიჯის ჰერცოგების უილიამისა და ქეითის ქალიშვილი შარლოტა საბავშო ბაღში წავიდა.ფოტოები სამეფო ოჯახის ყველაზე პატარა, 2 წლის წევრს დედამ კინსინგტონის სასახლის კიბეზე გადაუღო და ინტერნეტში ...

  • 10:44

    საჰარის უდაბნოში თოვლი მოვიდა...

     საჰარის უდაბნოში 40 წლის განმავლობაში მესამედ მოვიდა თოვლი. როგორც Daily Mail-ი წერს, დაახლოებით 40 სანტიმეტრამდე თოვლით არის ასევე დაფარული ქალაქი, სადაც უდაბნო მდებარობს  აღსანიშნავი...

  • 14:52

    რატომ უნდა იყოს შვეიცარია თქვენი ყველაზე სანუკვარი...

       თუ ზამთარში ზღაპრული დასვენება გადაწყვიტეთ, იცოდეთ, რომ შვეიცარიის კურორტებზე უფრო ჯადოსნურს ვერაფერს მიაგნებთ.. ლამაზი ბუნება, ჯადოსნური ფერები, ზღაპრული თოვლი – ანუ ყველაფერი იმისთვის, ...

  • 18:06

    "სპელაკიო" ანუ საცოდავი – ვენეციის მთავარ მოედან...

      ვენეციის მთავარ მოედანზე დადგმული ნაძვის ხე მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა, საქმე იმაშია,20 მეტრის სიმაღლის ნაძვის ხე ავსტრიის საზღვართან ახლოს მდებარე ტყეში მოჭრეს და მისი ტრანსპორტირებისთ...