0 3 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"კალაძე-ივანიშვილის მილიარდიან ბიზნესინტერესებს ეწირება თერგ-არაგვის ხეობა"

ჩამოტვირთვა

ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი, ფასანაურში საპროტესტო აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვს. 

მისი განცხადებით, ამ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის და კახა კალაძის ინტერესის საგანია. ნათელაშვილი მშენებლობის დაუყოვნებლივ შეჩერებას მოითხოვს.

„კალაძე-ივანიშვილის მილიარდიან ენერგობიზნესის ინტერესებს ეწირება თერგ-არაგვის ხეობა და ბაზალეთის საკურორტო ზონა. მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი, რომელიც გამოიწვევს ამ უნიკალური საკაცობრიო რეგიონის დემოგრაფიულ, ეკოლოგიურ და ისტორიულ კატასტროფას.

"კატეგორიულად მოვითხოვთ, შეწყდეს მაღალი ძაბვის საოკუპაციო გადამცემი ხაზის მშენებლობა კავკასიონზე.

"მივმართავთ გაეროს გენერალურ მდივანს, მოავლინოს საგანგებო საერთაშორისო კომისია რეგიონში ეკოლოგიური გენოციდის აღსაკვეთად,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები