1 2 : 4 1
 | 

მსოფლიო

პუტინის ინსპირაციის წყარო KGB-ში

"როდესაც დასავლეთში თაობები ჯეიმს ბონდზე იზრდებოდნენ, სისხლიან და ჩაკეტილ საბჭოთა კავშირში მცხოვრებ მოქალაქეებს საკუთარი ფავორიტი საიდუმლო აგენტი შეუქმნეს, ომისდროინდელი აგენტი, რომელიც  მაქს ოტო ვონ შტირლიცის სახელით იყო ცნობილი. სრულიად შესაძლებელია, რომ სწორედ შტირლიცი იყო ვლადიმერ პუტინისთვის მისაბაძი, როცა მან KGB-ში დაიწყო მუშაობა" - წერს დინა ნიუმენი.

სსრკ-ის პასუხი ჯეიმს ბონდზე იყო ძალიან განსხვავებული საიდუმლო აგენტის სახის შექმნა. საბჭოთა ჯეიმს ბონდს არ ჰქონდა დრო ქალებისა და გართობისათვის. მან თავისი ცხოვრება მთლიანად მიუძღვნა  ბერლინში სამსახურს მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. ფარულად მას გერმანიის საიდუმლოებები გამოჰქონდა.

შტირლიცი გმირი იმ 12-სერიანი ფილმისა - ‘’გაზაფხულის 17 გაელვება“. მისი ეკრანიზაცია საბჭოთა კავშირმა გააკეთა და ყოველ 9 მაისს გადიოდა ეთერში. ამ თარიღით სსრკ მეორე მსოფლიო ომის დასრულებას აღნიშნავდა. თუმცა, ფაშიზმზე გამარჯვების დღე, ცივილიზებული მსოფლიოსათვის 8 მაისია.

"ამ სერიებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა ხახლშიც" - აცხადებს ელეონორა შაშკოვა, ერთ-ერთი მთავარი როლის შტირლიცის მეუღლეს როლის შემსრულებელი ფილმში. 

მისი თქმით, პირველად 1973 წელს გამოსულ ფილმს 50-80 მილიონამდე ადამიანმა უყურა. ყოველ საღამოს ქუჩები ცარიელდებოდა, ხალხი სამსახურიდან სახლებში გარბოდა, რომ ეყურებინათ ბოლო ეპიზოდი და ენახათ, რა მოხდებოდა. "ფილმი ომის შემდეგდროინდელ თაობებში პატრიოტიზმს ნერგავდა" - აცხადებს ფილმის  ვარსკვლავი, ელეონორა შაშკოვა.

რეალურად კი ფილმი იური ანდროპოვის პროპაგანდისტულ დავალებას წარმოადგენდა. მაშინ ის KGB-ს ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი ქვეყნის ლიდერიც გახდა.

ვლადიმერ პუტინს არასდროს უღიარებია, მოახდინა თუ არა მისი ინსპირაცია აგენტმა შტირლიცმა, როცა ის საიდუმლო აგენტი გახდა, მაგრამ ფაქტია, 21 წლის იყო, როცა ფილმი პირველად გამოვიდა ეკრანებზე და ამის შემდეგ - 2 წელში პუტინი KGB-ში ირიცხება.

თუ ჯეიმს ბონდი პათოლოგიური მსმელი იყო, შტირლიცის მსგავსად, პუტინი მისს ანტიპოდს წარმოადგენდა.

ფილმში ის სიმარტოვეში ცხოვრობს, ეწევა, სვამს ყავას და სევდიანი იყურება ფანჯრიდან.

1991 წელს, როცა პუტინმა KGB დატოვა და მუშაობა სანკ პეტერბურგის მერად განაგრძო, პირველად მისი კარიერის ისტორიაში, ის დათანხმდა საიდუმლო აგენტის როლს სატელევიზიო დოკუმენტურ ფილმში, რომელიც მოიცავდა ფილმი ‘’გაზაფხულის 17 გაელვების“-ის სცენების ხელახლა დადგმას. 

შტირლიცის ნაცვლად, რომელიც საკუთარი მანქანით ბერლინისკენ ბრუნდება, პუტინი გამოჩნდა რუსული ვოლგით.

რუსეთის მომავალი პრეზიდენტი აცხადებდა, რომ  ამ პერიოდში ქვეყნისთვის დიდი საფრთხე იყო ტოტალიტარიზმისაკენ მიბრუნება

1999 წელს, გაზეთ კომერსანტში კითხვაზე, რომელი ფილმის მსხახიობს ჰგავს რუსეთის მომავალი პრეზიდენტი, შტირლიცი მეორე იყო სიაში, მარშალ ჟუკოვის შემდეგ. ყოველკვირეული ჟურნალის ყდის ფოტოზე ჩაემატა შტირლიცის ფოტო წარწერასთან ერთად - "პრეზიდენტი-2000".

კომენტარები

მსგავსი სიახლეები