1 4 : 4 7
 | 

მსოფლიო

მადლობა კაპიტანო: მამუკა გორგოძე ნაკრებიდან მიდის


  ბორჯღალოსანთა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, გუნდის კაპიტანი მამუკა გორგოძე ნაკრებიდან მიდის.

მან ეს რთული გადაწყვეტილება ერთწლიანი ფიქრის შემდეგ მიიღო:

“ნაკრებიდან წასვლას 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ვაპირებდი, თუმცა მთხოვეს და დავრჩი. მაგრამ მას შემდეგ სულ ამ საკითხზე ვფიქრობდი და საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე! არაერთხელ მითქვამს: მინდა, რომ გულშემატკივარს კარგად დავამახსოვრო თავი და ვგრძნობ, წასვლის დრო მოვიდა.

“უკვე 33 წლის ვარ და 2019 წლის მსოფლიო თასის დროს 35-ს ვიქნები გადაცილებული. ვამჩნევ, რომ ასაკში ვარ და წლების მატებასთან ერთად დაღლილობა კი არ დაიკლებს, კიდევ უფრო მოიმატებს. მირჩევდნენ, რომ მხოლოდ მსოფლიო თასისთვის მოვმზადებულიყავი, მნიშვნელოვან თამაშებზე ჩამოვსულიყავი, მაგრამ ჩემთვის ეს მიუღებელია! კაპიტანი სულ გუნდთან ერთად უნდა იყოს, მის პულსზე უნდა ედოს ხელი, სხვა შემთხვევაში კაპიტანი ვერ იქნები.

“ჯანი, სურვილი და ჟინი არ მომკლებია, მაგრამ ასეთ დატვირთვებს ვეღარ ვუძლებ. რომ ყოფილიყო შესაძლებელი, არჩევანს ნაკრებზე შევაჩერებდი, მაგრამ უთამაშებელი ნაკრებს ვერაფერში გამოვადგები, მხოლოდ ნაკრებში ვერ ვითამაშებ.

“ნაკრებს დავაკლდები, მაგრამ შეუცვლელი არავინაა, მით უმეტეს, რომ საქართველოს ნაკრებს მესამე ხაზში მართლა ძალიან მაგარი ბიჭები ყავს და კარგი შევსება მოდის. გადავწყვიტე წასვლის შესახებ მსოფლიო თასამდე 2 წლით ადრე გამეცხადებინა, რადგან გუნდი მზადებას იწყებს და მწვრთნელებს ხელი არ შეეშალოთ. ყველაზე მეტად მე მწყდება გული, თუმცა ჯობია დროულად წახვიდე და გულშემატკივარმაც კარგად გაგიხსენოს“ – თქვა მამუკა გორგოძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:02

    ირანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა...

      სამხრეთ ირანის ტერიტორიაზე  5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.  მიწისძვრა ბუშერის აღმოსავლეთით, ბუშერის ატომურ ელე...

  • 19:14

    ოპოზიციის მომხრეებმა სომხეთის მთავრობის ერთ-ერთი შ...

    ერევანში ოპოზიციის მომხრეებმა სომხეთის მთავრობის ერთ-ერთი შენობის ბლოკირება მოახდინეს, რომელშიც იუსტიციის, კულტურისა და განათლების სამინისტროებია განლაგებული.ნიკოლ ფაშინიანმა  საკუთარ მომხრე...

  • 17:56

    19 წის ბიჭისა და 72 წლის ქალის სიყვარულის ისტორია ...

    53 წლიანი სხვაობის მიუხედავად 19 წლის გარი ჰარდვისკი და  72 წლის ალმედია ძალიან ბედნიერი წყვილია. ისინი  ერთმანეთი 2016 წელს, ერთ-ერთ რესტორანში შეხვდენენ და ერთმანეთი ერთი ნახვით შეუყვ...

  • 13:17

    უგანდის პრეზიდენტს ორალური სექსის აკრძალვა სურს, რ...

    უგანდის პრეზიდენტს ორალური სექსის აკრძალვა სურს. ამის შესახებ იოვერი კაგუტა მუსევენიმ განაცხადა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.ქვეყნის პირველი პირის თქმით, გარე ძალები ცდილობენ უგან...

  • 12:38

    ვაშინგტონი ერევნის მოვლენებს ეხმაურება ...

     ვაშინგტონი ერევნის მოვლენებს ეხმაურება „ჩვენ ვიცით, რომ ერევანსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, ხალხი ქუჩაში გამოვიდა. ჩვენ ყურადღებიტ ვაკვირდებით მოვლენების განვითარება...

  • 17:07

    დაპირისპირება ერევანში - პოლიციელებსა და დემონსტრა...

    ერევანში პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. მომიტინგეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და კონსტიტუციური სასამართლოს შენობამდე მივიდნენ, სადაც მათ პოლიციელებმა გზა მავთულხლართებით გადაუ...

  • 14:53

    რუსი ჟურნალისტი, რომელმაც სირიაში „ვაგნერის“ ჯარის...

    ეკატერინბურგში ჟურნალისტი, მაქსიმ ბოროდინი, რომელმაც სირიაში „ვაგნერის“ რუსი მებრძოლების დაღუპვის შესახებ პირველად დაწერა, ფანჯრიდან გადავარდა და გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.შემთხვევა 13 აპრილს მოხდა...