0 4 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სტიქიის შედეგად დაზარალდა სამეგრელო

ჩამოტვირთვა

სტიქიამ სამეგრელოც დააზარალა. ძლიერმა ქარმა ზუგდიდში ასწლოვანი ხეები მოგლიჯა და ელექტროსადენები გაწყვიტა. ხე დაეცა მთავარ ტრანსფორმატორსაც კომბინატის დასახლებაში, რასაც რამდენიმე საათით ელექტროენერგიის გათიშვა მოყვა.

ხე დაეცა რაიონული სავადმყოფოს ყოფილ შენობას, თუმცა არავინ დაშავებულა. სახლებს გადახადა სახურავები ზუგდიდის რაიონის რამდენიმე სოფელშიც, სადაც ასევე ამოგლეჯილია ხეები და დაზიანებულია ელექტროსადენები. რთული ვითარებაა წალენჯიხის რაიონის სოფლებშიც, განსაკუთრებით კი ჯვარზენში. 

მოსახლეობა სახლების დროულად გადახურვას ითხოვს. სოფელ ჯვარზენში საგანგებო შტაბიც შეიქმნა. სოფელ ჭალეში კი, ქარმა სახურავი სკოლას ნაწილობრივ გადახადა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები