2 1 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მანქანაში მყოფ მამაკაცს მოგლეჯილი ხე დაეცა - ძლიერი ქარი ოზურგეთში

ჩამოტვირთვა

ერთი ადამიანი დაშავდა ძლიერი ქარის შედეგად ქალაქ ოზურგეთში. მამაკაცი მანქანაში იჯდა, რომელსაც მოგლეჯილი ხე დაეცა და ხერხემალი დაუზიანა. ის საავამყოფოში გადაიყვანეს. სტიქიას უბედური შემთხვევაც მოყვა.

ერთ-ერთი სახლის სახურავიდან მამაკაცი ჩამოვარდა, ის ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული სახურავის შეკეთებას ცდილობდა. ძლიერმა ქარმა სახლებს გადახადა სახურავები და მოგლეჯიმა ხეებმა ქალაქის შიდა გზები ჩახერგა.

დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც მოსახლეობას დენი რამდენიმე საათს არ მიეწოდებოდა. ზარალის და დაზარალებული ოჯახების რაოდენობა დგინდება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები