1 9 : 3 1
რეკლამა Itv.ge-ზე,
სპეციალური ფასები:
599 877 901
 
თიბისი ბანკის და სოკარ პეტროლეუმ ჯორჯიას ერთობლივი შეთავაზება სტარტაპებს
2017-04-20 12:30:19
|

"სოკარ პეტროლეუმ ჯორჯია" თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერს“ უერთდება და სპეციალურად პროგრამის მონაწილეებისთვის „სტარტაპ-ენერჯი“ ბარათს ქმნის. 

სტარტაპერებს, რომლებიც თიბისი ბანკის სტარტაპ სესხით ან სტარტაპ ბიზნესბარათით ისარგებლებენ,   უსასყიდლოდ გადაეცემათ „სტარტაპ-ენერჯი“ ბარათი, რაც „სოკარ პეტროლეუმ ჯორჯიას“ ნებისმიერი ტიპის საწვავზე 15 თეთრიან ფასდაკლებას გულისხმობს. 

 „სტარტაპ-ენერჯი“ ბარათის გამოყენება საქართველოს მასშტაბით მდებარე „სოკარის“ ნებისმიერ ავტოგასამართ სადგურზე იქნება შესაძლებელი. ბარათით სარგებლობა ერთდროულად კომპანიის რამდენიმე წარმომადგენელს შეეძლება, ერთი წლის განმავლობაში, შეუზღუდავი რაოდენობის საწვავზე. 

 თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერის“ პრეზენტაცია, რომლის მიზანი სტარტაპების  მხარდაჭერა და ზოგადად, ქვეყანაში ბიზნესის დაწყების პოპულარიზაციაა, მარტში გაიმართა. პროგრამის  ფარგლებში, სტარტაპები  ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად თიბისი ბანკისგან სხვადასხვა არაფინანსურ სერვისს იღებენ, რაც მათ ბიზნესის მართვაში ეხმარებათ. 

„სტარტაპერის“ დაწყებიდან დღემდე, პროგრამის სხვადასხვა სერვისით უკვე 2 000-ზე მეტმა სტარტაპმა  ისარგებლა.  

პროგრამის, ასევე „სტარტაპ-ენერჯი“ ბარათის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე - www.startuperi.ge.

კომენტარები

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს, 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



სარეკლამო ადგილი - 7
468 x 60
სარეკლამო ადგილი - 47
268 x 320
პრეს-ნიუსი
,,მე დავბრუნდიიი!" - "ქრონიკის" წამყვანის პირველი ფოტო ყბა-სახის ძლიერი დაზიანების და 32 ნაკერის შემდეგ
გამოკითხვა
როგორ ფიქრობთ, რა არის გახშირებული ავტოავარიების მიზეზი?
ხმის მიცემა   რეზულტატი
სარეკლამო ადგილი - 5
268 x 160
ინტერვიუ
ფილმი თუ წიგნი - რა არის თინეიჯერების არჩევანი დღეს
სარეკლამო ადგილი - 6
268 x 160
ემიგრანტები
ქართველი გმირი ემიგრანტი, რომლის შესახებაც თითქმის არავის სმენია
ხალხის აზრი
ვინ არის ჰამაკში, რომელიც ხაშურის თავზე დაფრინავს - ხალხის აზრი
 მთავარი |  სიახლეები |  გადაცემები |  პოლიტიკა |  ეკონომიკა |  საზოგადოება |  კულტურა |  სპორტი |  პრეს-ნიუსი |  კითხვის ნიშანი |  ინტერვიუ |  Weekend |  უცხოეთი |  მთავარი თემა |  კრიმინალი |  რესპონდენტი |