1 1 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„თვითმფრინავის ბორტზე რომელი ნივთების ატანის უფლება არ აქვთ მგზავრებს და რისი წაღება შეიძლება ბარგით„

ტურისტული სააგენტო Free Travel“-ის ბათუმის ფილიალის ავია ბილეთების ოპერატორს ქალბატონ ინგა ორაგველიძეს მივმართეთ უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად. 

მგზავრებს ყოველთვის აინტერესებთ თუ რისი წაღების უფლება აქვთ ფრენის დროს.
თვითმფრინავის ბორტზე ხელბარგში რომელი ნივთების ატანა არ შეიძლება?
 

თვითმფრინავის ბორტზე უსაფრთხოების დაცვის გამო ბორტზე სითხის ატანა შეზღუდული რაოდენობით არის შესაძლებელი. თუ გსურთ, რომ უსაფრთხოების შემოწმება შეფერხების გარეშე გაიაროთ, უნდა დაიცვათ "100 მილი ლიტრის წესი" (სხვა წესებთან ერთად).
ასევე, შემიძლია გითხრათ, რომ:

ნებისმიერი სახის თხევადი მასალა (ეს შეიძლება იყოს წყალი, ჟელე, გელი, კბილის პასტა, კრემი, შამპუნი, ლოსიონი და ა.შ.) დაშვებულია მაქსიმუმ 100 მილი ლიტრის რაოდენობით ერთ კონტეინერში.

👉 სითხეები მოთავსებული უნდა იყოს 20 X 20 სმ ზომის და 1 ლიტრი მოცულობის, გამჭვირვალე, ჰერმეტულად დახურულ, პოლიეთილენის პარკში.

👉 თითოეულ მგზავრს ხელბარგში მხოლოდ ერთი ასეთი პარკის ქონის უფლება აქვს.

👉 უსაფრთხოების შემოწმების გავლისას,სითხეების შესანახი ჭურჭელი უნდა ამოიღოთ ხელბარგიდან და ცალკე დადოთ თქვენს ნივთებთან ერთად.

➡️ გაითვალისწინეთ, რომ ვრცელდება გამონაკლისები ბავშვების საკვებზე და მედიკამენტებზე.

❌100 მლ-ის წესი არ მოქმედებს "Duty Free" მაღაზიაში შეძენილ პროდუქტებზე. 

რაც შეეხება ბარგს, რომელსაც რეგისტრააციის გავლის დროს ვაბარებთ?
ხშირად გვეკითხება ხოლმე მგზავრები შეუძლიათ თუ არა ჩურჩხელისა თუ მსგავსი რამის წაღება ბარგით. რა თქმა უნდა შეიძლება, თუმცა, შეზღუდული რაოდენობით. მაგალითად, ალკოჰოლური სასმელები, ალკოჰოლის 24%-დან 70%-დე შემადგენლობით, არა უმეტეს 4 (ოთხი)  ლიტრის მოცულობის ჭურჭლით, საცალო ვაჭრობისთვის განკუთვნილი ტარით – ერთ მგზავრზე არა უმეტეს 4 ლიტრისა.


რისი
გადატანის უფლება აქვს ხელბარგით მგზავრებს და რა უნდა  ჩააბაროს  ბარგში?
გაფრენის წინ ყველა მგზავრი გადის უსაფრთხოების პროცედურას, მოწმდება როგორც ბარგში, ასევე ხელბარგში არსებული საგნები და ნივთები. კანონის თანახმად არსებობს გადასატანად აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების სია.  იმისათვის, რომ არ შეგექმნათ რაიმე სახის პრობლემა, გაითვალისწინეთ ეს ჩამონათვალი, რომ იცოდეთ  თუ რისი ატანა შგიძლიათ ბორტზე და რა უნდა  ჩააბაროთ ბარგში. 

საგნები და ნივთიერებები, რომლებიც არ დაიშვება არც ხელბარგის და არც ბარგის სახით

• ასაფეთქებელი და ფეთქებადი ნივთიერებები
• შეკუმშული და გათხევადებული აირები
• აალებადი ნივთიერებები
• იარაღი ან საბრძოლო მასალა

ბორტზე არ დაიშვება

• არანაირი სახის იარაღი
• არანაირი სახის ასაფეთქებელი ნივთიერებები
• მჭრელი საგნები

საჰაერო ხომალდის ბორტზე სახიფათო ნივთების გადატანა ბარგის სახით    ნებადართულია გარკვეული წესების დაცვით:

• ხმლები, ხანჯლები, სხვადასხვა სახის დანები, იარაღის იმიტაციები
• ალკოჰოლური სასმელები
• საყოფაცხოვრებო დანიშნულების აეროზოლები

 

ხელბარგში ნებადართული ნივთები:

• სანთებელა
• მშრალი ყინული
• სამედიცინო თერმომეტრი
• ვერცხლისწყლიანი  ტონომეტრი სტანდარტული შეფუთვით
• უსაფრთხო  კატეგორიას მიკუთვნებული სითხეები ან აეროზოლები

 

მგზავრებო,  გისურვებთ ბედნიერ  და უსაფრთხო ფრენას.

ჩვენი კომპანია ყოველთვის იყენებს ოფიციალურ წყაროებს, მსგავსი ინფორმაციის მგზავრებისთვის მიწოდების დროს. თქვენც გაეცანით https://matsne.gov.ge/ka/document/view/2904660

უფრო მეტი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ  მობრძანდეთ „Free Travel“-ის ოფისში, რომელიც მდებარეობს 

მისამართი: კ. გამსახურდიას N38, ან დაგვიკავშირდეთ:
მობილური: +995 599429955;  

ვებ.გვერდი: www.freetravel.ge
ელ.ფოსტა: [email protected]
https://www.facebook.com/FreeTravelLTD/  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...