მსოფლიო
პოლიციის მოპირდაპირედ მდებარე აფთიაქი გაძარცვეს
2017-04-07 12:25:09
თბილისში, ხუდადოვის 99-ში მდებარე აფთიაქი მიკო გაძარცვეს. დილით სამსახურში მისულ ფარმაცევტებს აფთიაქის კარი დაზიანებული დახვდათ, რის შემდეგაც მათ პოლიცია გამოიძახეს.
შსს-ს ინფორმაციით, ქურდობა ღამით მოხდა და წაღებულია თანხა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქმეს გლდანი-ნაძალადევის პოლიცია იძიებს. აფთიაქი მიკო, რომელიც ღამით გაძარცვეს პოლიციის განყოფილების მოპირდაპირედ მდებარეობს.
კომენტარები