2 2 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"საოკუპაციო ხაზთან ის კომფორტი, რომელიც რუსებს შეექმნათ, უნდა მოვუხსნათ"

ჩამოტვირთვა

საერთაშორისო ურთიერთობებზე მომუშავე ექსპერტები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდებიან, მათ აინტერესებთ, რა პრიორიტეტები ექნება საგარეო უწყებას. ექსპერტების აზრით, ხელისუფლება ოკუპაციის საკითხზე უკომპრომისო უნდა იყოს და საერთაშორისო დონეზე ამ საკითხების განხილვა საქართველოს ინიციატივით უნდა მოხდეს.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარის, კახა გოგოლაშილის აზრით, საქართველომ რუსეთთან თანამშრომლობის გარკვეულ ფორმატებზე უარი უნდა თქვას.

„სადღაც უნდა აჩვენო, რომ შენ ტერიტორიული მთლიანობის გამო, რაღაც მსხვერპლს მაინც გაწევ, როგორც ერი, სხვა შემთხვევაში, შენ მიმართ არანაირი მორიდება არ იარსებებს,“ - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, თორნიკე შარაშენიძე კი ფიქრობს, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმი რეალურად არაფერს წყვეტს, როდესაც საქმეში რუსეთი მთავარი აქტორია.

„მე მგონი ჩვენ ეს შეგვიძლია გავაკეთოთ, საოკუპაციო ხაზთან მათ ის კომფორტი, რომელიც ბოლო დროს შეექმნათ, მოვუხსნათ, მოქალაქეებს ვერ იტაცებდნენ და რაღაცის მაინც ეშინოდეთ,“ - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები