0 2 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დედაქალაქის ქუჩებსა და პარკებში უფასო ელექტრონული წიგნები „საბასგან“ უკვე ხელმისაწვდომია

პროექტის „ქალაქი ბიბლიოთეკა“ განხორციელება დაიწყო - დედაქალაქის 20 ქუჩასა და 6 პარკში უფასო ელექტრონული წიგნები „საბასგან“ უკვე ხელმისაწვდომია.

უკვე შესაძლებელია უფასო წიგნების ჩამოტვირთვა ვაჟა-ფშაველას, რუსთაველის, ჭავჭავაძის გამზირებზე, გიორგი ლეონიძის, ივანე მაჩაბლის, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩებზე, სულ 20 ქუჩაზე ქალაქის მასშტაბით, რომლებსაც მალე კიდევ 30 მწერლის სახელობის ქუჩა დაემატება.

ამ ქუჩებზე დამონტაჟებულ ქუჩის მანიშნებლებზე დატანილი QR კოდების საშუალებით შესაძლებელი იქნება ჩამოტვირთოთ იმ მწერლის ლიტერატურა, რომლის სახელობის ქუჩაზეც დგახართ.

მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა იქნება ასევე უფასოდ ხელმისაწვდომი ქალაქის ბაღებსა და სკვერებში. უკვე დამოტაჟდა „საბას“ ელექტრონული ბიბლიოთეკები  დედა ენის ბაღში, რიყის პარკში, გეგეშიძის ბაღში, მზიურსა და  ჯანო კახიძის პარკში. პარკებში დამოტაჟებულ სტენდებზე „საბა“ მრავალფეროვან ლიტერატურულ არჩევანს გთავაზობთ. 

სოციალურ-საგანმანათლებლო  პროექტს „ქალაქი ბიბლიოთეკა“ ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, თბილისის მერიასთან და პრეზიდენტის ფონდთან ერთად, ახორციელებს. სულ პროექტის ფარგლებში  300-მდე სტენდი დაიდგმება.  „ქალაქი - ბიბლიოთეკა“ თბილისის ერთგვარი ლიტერატურული გზამკვლევი გახდება, რომელიც დედაქალაქს „ღია ცის ქვეშ ბიბლიოთეკად“ აქცევს. გარდა ამისა, ეს პროექტი  ასობით ელექტრონული წიგნს უფასოდ ხელმიწვდომს გახდის ნებისმიერი მსურველისთვის.

ჩამოტვირთვის პროცედურა მარტივია. ტელეფონის QR კოდთან მიახლოებით წიგნი თქვენს სმარტფონში გადმოინაცვლებს და მის წაკითხვას აპლიკაციაSABA READER-ის საშუალებით    ნებისმიერ ადგილზე და სიტუაციაში შეძლებთ.

გარდა მწერლების სახელობის ქუჩებისა, ელექტრონული ბიბლიოთეკები თბილისის 12 პარკში დაიდგმება. ქუჩების და პარკების შემდეგ კი, ელექტრონული წიგნები თბილისის მეტროპოლიტენშიც შეაღწევს - ელექტრონული ბიბლიოთეკის სტენდების დადგმა მეტროს ყველა სადგურზეა დაგეგმილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...