2 3 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბიძინა ივანიშვილის 5 ათას დოლარად შეძენილი 250 წლის წიფელი შუაზე გადატყდა

ჩამოტვირთვა

ბიძინა ივანიშვილის მიერ 5 ათას დოლარად შეძენილი 250 წლის წიფელი, ტრანსპორტირების დროს შუაზე გადატყდა. შემთხვევა გურიაში, სოფელ ნატანებში მოხდა. მომხდარის გამო დაიკეტა ნატანები-ლეკურის დამაკავშირებელი გზა. ის ხის დაჭრისა და ტერიტორიიდან გატანის შემდეგ გაიხსნება.

გვიან ღამემდე ადგილზე მუშაობდნენ კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც ხის ტრანსპორტირებას ნატანებიდან დენდროლოგიურ პარკში ახორციელებდნენ, ასევე ენერგო პრო ჯორჯიას წარმომადგენლებიც, თუმცა ელექტროენერგიის გათიშვა მომხდარს არ გამოუწვევია.

სამუშაოებში ჩართულები იყვნენ ადგილობრივებიც. რა გახდა ხის დაზიანების მიზეზი უცნობია. უცხოელმა სპეციალისტებმა ცოტა ხნის წინ ყოფილ პრემიერს ურჩიეს, თავი შეეკავებინა წიფლის გადატანისგან, თუმცა მან რეკომენდაცია არ გაითვალისწინა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები