1 6 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბავშვები სხვა სამყაროდან!

ეს კადრები საშინელებათა ფილმიდან არ გეგონოთ, ეს ჩვენი დღევანდელი რეალობაა!  ძველი, ნახევრად დანგრეული სახლი, ფანჯრები ჩამტვრეული შუშებით, ნესტიანი კედლები და ცივი ბეტონის იატაკი... აქ ცოტა ხნით გაჩერებაც კი სახიფათოა ჯანმრთელობისთვის, სოფიკო და ნუგზარ შენგელიების ოჯახი, კი აქ 7 ბავშვთან ერთად ცხოვრობს, მართალია მათ არსებობას ცხოვრებას ვერც დავარქმევთ!

მათ შესახებ ყველამ დაივიწყა... ახლობლებმა, ნათესავებმა, სახელმწიფომ. ისინი საკუთარ სახლში ლანდებივით დადიან და თავადაც შეეჩვივნენ ამ გამოუვალ ყოფას. თავიანთ სამყაროში ცხოვრობენ, რომელიც სხვას არავის ადარდებს. ამ საშინელებას თუ ოდესმე თავს დააღწევენ, ვერც კი წარმოუდგენიათ.

ყველაზე პატარა ქეთი 3 წლისაა, მას არასოდეს გაუსინჯავს კანფეტები, თუმცა ამაზე საუბარიც ხომ ზედმეტია, ბავშვს ზოგჯერ ხმელი პური ენატრება. ლუკა 7 წლისაა, მისი ერთადერთი „სათამაშო“ და საუკეთესო მეგობარი კატაა. 10 წლის მოსეს არასოდეს დაუტოვებია თავისი სოფელი, მას არც ჰგონია, რომ მისი სოფლის გარდა კიდევ სხვა სამყარო არსებობს. მართა 13 წლისაა, მის ასაკში გოგონები უკვე გაპრანჭვას იწყებენ, მართას კი არასოდეს ჰქონია ახალი ტანსაცმელი და სავარაუდოდ არც არასდროს ექნება... მარიამი, მათე და მარკოზი პატარები არიან, მაგრამ თავს ბავშვებად არ თვლიან. მათ ბავშვობა არც ჰქონიათ, არც აწმყო აქვთ და მომავალის არანაირი იმედი.

მათი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, რომელიც საკვებისთვისაც კი არ ჰყოფნით. ქალბატონი სოფიკო ცდილობს 400 ლარით გამოკვებოს 7 შვილი ერთი თვის განმავლობაში, რამდენად შესაძლებელია ეს? განსასჯელად თქვენთვის მოგვინდვია. მამა მუშაობს, მაგრამ გამომუშავებული გროშები კომუნალურებისთვისაც არაა საკმარისი.ბავშვები მშივრები არიან, თუ ჩვენ არ დავეხმარეთ მათ ისინი უბრალოდ ვერ გადარჩებიან! ნუთუ ჩვენ დავუშვებთ, რომ პატარები შიმშილით დაიღუპონ? მათთვის ხომ პური, უბრალო პურიც კი ყველაზე სასურველი სასუსნავია.

სკოლას და საბავშვო ბაღს ხშირად აცდენენ, ერთი უბრალო მიზეზის გამო – მათ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი არ აქვთ! ასევე შიმშილისგან დაუძლურებული ბავშვებისთვის ძნელია გაკვეთილებზე დასწრება.

მშობლების ერთადერთი ოცნებაა, ბავშვები დააპურონ, რომ მათ ღამე მშვიდად ეძინოთ, სულ შიშის ქვეშ არიან, რომ შიმშილისგან გამოღვიძებული პატარები დილამდე დაძინება ვეღარ შეძლონ.

მგონი, ზედმეტი სიტყვები აქ საჭირო აღარაა. ფოტოები ნათლად ასახავს ამ ოჯახის  ყოფას.ჩვენ ვერ დავრჩებით გულგრილნი, ჩვენს ხელშია შვიდი ბავშვის ბედი! 

ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს საქველმოქმედო აქციას შენგელიების მრავალშვილიანი ოჯახის დასახმარებლად. 
თქვენი მცირედი შემოწირულობაც კი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მათ ძალიან სჭირდებათ საკვები პროდუქტები, წამლები, ჰიგიენური საშუალებები, ტანსაცმელი, თეთრეული... თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ ოჯახს, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: შენგელიების ოჯახი)
ან პირდაპირ ფონდის ვებ–გვერდიდან https://chernovetskyifund.ge/ge/donate/183/

მხოლოდ ერთიანი ძალებით შევძლებთ ამ ოჯახის მძიმე ხვედრის შემსუბუქებას და პატარებს შიმშილისგან ვიხსნით. თუ ვერ შეძლებთ მათ დახმარებას, გააზიარეთ ეს ისტორია, რომ მან თავისი ადრესატი იპოვოს!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...