0 7 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სეოკ-ის წინააღმდეგ სასარჩელო მოთხოვნა, შესაძლოა, გაიზარდოს

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წინააღმდეგ სასარჩელო მოთხოვნა, შესაძლოა გაიზარდოს. ამის შესახებ სასამართლო პროცესზე სეოკ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, მოსარჩელე ირაკლი მეძმარიაშვილის ადვოკატმა განაცხადა.

საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე დღეს მოსარჩელე მხარემ სამი შუამდგომლობა დააყენა, რომელთაგან ერთი მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილმა დააკმაყოფილა, ორ შუამდგომლობაზე კი მომდევნო პროცესზე იმსჯელებს.

მოსამართლემ მიზეზად ის გარემოება დაასახელა, რომ ორივე შუამდგომლობა ერთგვაროვანია და როგორც მოპასუხე მხარეს, ასევე სასამართლოს სჭირდება გონივრული დრო, რომ შუამდგომლობებში წარმოდგენილ მოთხოვნებს გაეცნოს.

აღნიშნული შუამდგომლობებიდან ერთი 21 დეკემბრის ოქმის ფაქტების კონსტანტაციას ეხება, მეორე შუამდგომლობით კი მოსარჩელემ სასამართლოს სთხოვა სეოკიდან გამოითხოვოს ის დოკუმენტაცია, რომელიც მოსარჩელეს მოთხოვნის მიუხედავად, ამ დრომდე არ აქვს მიღებული.

სეოკ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, ირაკლი მეძმარიაშვილის ადვოკატმა როინ მიგრიაულმა აღნიშნა, რომ შუამდგომლობების დაკმაყოფილება მნიშვნელოვანია, რადგან ის დოკუმენტაცია, რომლის გამოთხოვასაც მოსარჩელე ირაკლი მეძმარიაშვილი ითხოვს საქმესთან პირდაპირ კავშირშია.

"ამ დოკუმენტაციის გარეშე სასამართლო გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. ჩვენ მოვითხოვთ საქმეში წარმოდგენილი იყოს ისეთის ახის დოკუმენტაცია, როგორიცაა გაწევრიანების შესახებ ოქმები, როგორ გაწევრიანდნენის ორგანიზაციები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობდნე. თუ მხარემ წარმოადგინა ეს დოკუმენტაცია, ჩვენ მას განვიხილავთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოპასუხე მხარეს დაეკისრება. პროცესზე გაცხადებული იყო ასეთი რამ, რომ თითქოს ის წევრები, რომლებიც წესდებით არიან ჩაწერილები, მათ წევრობას არაფერი არ უნდა შეეხოს. ჩვენ ვამბობთ, რომ შესაძლოა წესდების იმ ნორმის ბათილობა მოვითხოვოთ, სადაც წევრები არიან ჩამოთვლილი. თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემს მარწმუნებელთან უნდა ვიმსჯელო, რის შემდეგაც მივიღებთ გადაწყვეტილებას",- განაცხადა სასამართლო პროცესის დასრულების შემდერ როინ მიგრიაულმა.

რაც შეეხება მოპასუხე მხარეს, სეოკ-ის ინტერესების დამცველი ირაკლი ყანდაშვილი პირველ შუამდგომლობას დაეთანხმა, თუმცა დანარჩენ ორ შუამდგომლობასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მას გასაცნობად დრო სჭირდება.

მანვე სასამარლო პროცესზე აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარე კონკრეტული დოკუმენტაციის გამოთხოვის დროს ითხოვდა ისეთ დოკუმენტებსაც, რომელიც პერსონალური მონაცემების გაცემას გულისხმობდა. მოპასუხე მხარე ამბობს, რომ პერსონალურ მონაცემებს სასამართლოს განჩინების გარეშე ირაკლი მეძმარიაშვილს ვერ გადასცემს.

სასამართლო პროცესს მოსარჩელე მხარიდან ირაკლი მეძმარიაშვილი და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ზაზა ხეჩუაშვილი ესწრებოდნენ, ხოლო მოპასუხე მხარეს სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი წარმოადგენდა.

საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 11 აპრილს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.

საქალაქო სასამართლომ 24 იანვარს დააკმაყოფილა ირაკლი მეძმარიაშვილის მოთხოვნა და საქმეზე საბოლოო განაჩენის მიღებამდე, ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბრის არჩევნების შედეგების მოქმედება დროებით შეაჩერა.

ირაკლი მეძმარიაშვილი არჩევნების შედეგების გაბათილებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, თამარ ჭუნიაშვილის განჩინების თანახმად, სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, საქმეში არსებულ მასალებს, შეამოწმა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობის დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

"სეოკ-ის წესდებით განსაზღვრული საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაცია, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ქვემო ქართლის რეგიონალური ორგანიზაცია, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აფხაზეთის რეგიონალური ორგანიზაცია, საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენთა კომისია, იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული არ არის",- აღნიშნულია მოსამართლის განჩინებაში.

აღნიშნული სარჩელი საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა გაასაჩივრა. თბილისის საქალაქო სასამართლომ სეოკ-ის სარჩელი დააკმაყოფილა და გააუქმა საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ღონისძიება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...