1 6 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„სიგმა ტექნოლოჯის & სოლუშენსმა“ ნანო ტექნოლოგიებით შექმნილი პირველი ქართული სამშენებლო პროდუქტის „ვესტუსის“ პრეზენტაცია გამართა

კომპანია „სიგმა ტექნოლოჯის & სოლუშენსმა“ ინოვაციური პროდუქტის „ვესტუსის“ პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებაზე, სადაც კომპანიის წარმომადგენლებმა სტუმრებს პროდუქტის მნიშვნელობა, უნიკალურობა და მისი გამოყენების სიმარტივე გააცნეს,  მოწვეული იყვნენ  სამინისტროების, თბილისის მერიის, დიპლომატიური კორპუსისა და საქართველოში მოქმედი სავაჭრო პალატების, საბანკო სფეროს და სამშენებლო და სარემონტო კომპანიების წარმომადგენლები, ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები.

„ვესტუსი“ ნანო ტექნოლოგიით დამზადებული თერმო, ჰიდრო და ანტიკოროზიული ინოვაციური პროდუქტია, რომელსაც  საქართველოსა და მის მეზობელ ამიერკავაკასიის ქვეყნებში ანალოგი არ გააჩნია. ეს არის ნასას ტექნოლოგიით შექმნილი პროდუქტი, რომელიც წარმოადგენს თერმოსაიზოლაციო მასალას, ისმევა როგორც საღებავი და მოქმედებს როგორც თერმო ბარიერი. მთავარი მახასიათებლებია: მონტაჟის სიმარტივე, დაბალი ფასი და ექსპლუატაციის ხანგრძლივი პერიოდი“, - განმარტა გიორგი ცინცაძემ (კომპანია „სიგმა ტექნოლოჯის & სოლუშენსის“  თანადამფუძნებელი და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი)

ღონისძიებაზე ასევე ისაუბრეს ნანო ტექნოლოგიებით შექმნილი პირველი ქართული სამშენებლო პროდუქტის „ვესტუსის“ გამოყენების აუცილებლობაზე, კერძოდ ფასადების, ნაგებობების დაცულობის თვალსაზრისით,  მშენებლობაში, სხვადასხვა აგრეგატებისა  და მილსადენების მონტაჟისას.

თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ ახალი საწარმოს გახსნა დედაქალაქში დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ „მნიშვნელოვანია თავად ფაქტი, თუმცა უფრო მეტად მნიშვნელოვანია, როცა საწარმო დაფუძნებულია ინოვაციურ ტექნოლოგიებზე და მას  საექსპორტო პოტენციალიც გააჩნია. ამასთან, ახალი საწარმო ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და იზრდება შენატანი სახელმწიფო ბიუჯეტში“.

კომპანია ახალ პროდუქტს  აწარმოებს საქართველოში და  ასევე სარგებლოს ექსპორტის ექსკლუზიური უფლებით მეზობელ ქვეყნებში. რაც შეეხება პროდუქტს, ის შექმნილია სპეციალური ფორმულით  და მისი ინოვაციურობის საიდუმლოც სწორედ ამაშია. მნივშენლოვანია, რომ თერმოიზოლაციის ზედაპირი და შემადგენლობა სხვადასხვაა. ეს არის  ნანო ტექნოლოგია - დამზადებული მცირე ზომის მიკროსფეროები, რომლებიც სხვადასხვა მასალისაა, მათ შორის,   მინის, კერამიკის ალუმინის და ა.შ, რომელიც სტაბილიზოტერებთან ერევა და წელვადობისა და ელასტიურობის შესაძლებლობას იძლევა. ის ერთი შეხედვით საღებავია, თუმცა პიგმენტაციის წყალობთ, ის შესაძლოა იყოს ბოლო შრე - ჰიდროიზოლატორიც. პროდუქტის უპირატესობას მისი სიმარტივე განაპირობებს, რომელიც შენობისა თუ ნაგებობის შენახვის მინიმუმ 16-წლიან გარანტიას იძლევა. პირველად „ვესტუსი“ ამერიკელებმა მთვარეზე, სპეციალური აპარატის დასაფარად გამოიყენეს. დღესაც აღნიშნული პროდქუტით ფარავენ კოსმოსურ აპარატებს. ის სქელია, თუმცა ამავე დროს მსუბუქიც.

„ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ქართულ ბაზარზე შემოდის ახალი კომპანია, რომელიც აწარმოებს ენერგოეფექტურ სამშენებლო მასალას ნანო ტექნლოგიის გამოყენებით. რაც ასევე  ხელს შეუწყობს გარემოს დაცვითი პრინციპების დაცვასა და  მწვანე ბიზნესის განვითარებას ქვეყანაში.“ - აღნიშნა ეკატერინე ბენდელიანმა (გარემოს დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი)

პრეზენტაცია დაასრულა მუსიკოსმა ნინო ქათამაძემ და დამწყები მომღერლის საშა ფრიდის წარმოდგენამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...