2 1 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ახალი ჰუავეი P10 - ტექნოლოგიისა და ხელოვნების საუკეთესო კომბინაცია

P10 სერიის დებიუტი - ახალი ფერები და Leica-ს სტილის პორტრეტი

ბარსელონა – 2017 წლის 26 თებერვალი –მსოფლიოს მობილური კონგრესი 2017-სთვის ჰუავეის მომხმარებელთა ბიზნესჯგუფმა წარმოადგინა P10. P სერიის ახალი მოდელი, რომელსაც ასე ელოდნენ, დახვეწილი მოწყობილობისა და გაუმჯობესებული პროგრამული უზრუნველყოფის ერთობლიობას წარმოადგენს. უფრო მეტიც, ამ ახალ სმარტფონს საოცარი ფერები აქვს, რასაც Leica-ს ახალი ორმაგი კამერა 2.0 უზრუნველყოფს. Leica-ს კამერა  პორტრეტების გადაღების უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა, ხოლო მისი წინა კამერა თქვენს სელფის სრულიად გამორჩეულს გახდის.

“ჩვენ გვსურს შთავაგონოთ ადამიანები და გავაცოცხლოთ სამყარო ულამაზესი ფოტოებით. ჩვენი P სერიის ახალი და შთამბეჭდავი მოწყობილობა, რომელსაც Leica-თან ერთად შემუშავებული ნოვატორული ორმაგი კამერა აქვს, ყველა ჩვენგანში ხელოვანს აღვიძებს, გვაძლევს რა შესაძლებლობას დავიჭიროთ ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მომენტები,” აღნიშნა ჰუავეის მომხმარებელთა ბიზნესჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა რიჩარდ იუმ. “ჰუავეი P9 და P9 პლუსის საოცარ წარმატებაზე დაყრდნობით ჩვენ შევქმენით გამორჩეული და ახალი ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი ჰუავეი 10, რომლებიც მომხმარებელს ამ უნიკალური მოწყობილობის გამოცდის შესაძლებლობას მისცემს.”

ჰუავეი P10 წარმოაჩენს, რომ ჰუავეის კვლავაც სურს დანერგოს ახალი სტანდარტები და აქციოს ეს სმარტფონი ინსპირაციის წყაროდ მათთვის, ვინც მობილური ფოტოგრაფიითაა  გატაცებული.

ფოტოსტუდია თქვენს სმარტფონში

ჰუავეი P10-ის ორმაგი კამერა 2.0 უკანა ორმაგი კამერის კონფიგურაციით და Leica-ს კამერა  ნიშნავს იმას, რომ მომხმარებლებს პორტრეტული ფოტოს სრული სპექტრის გამოცდა შეუძლიათ. 12-მეგაპიქსელიანი RGB სენსორი, 20-მეგაპიქსელიანი მონოქრომული სენსორი და ფოტოების შერწყმის გაძლიერებული ალგორითმები,  P10 სმარტფონს უმაღლესი დონის ტექნიკურ და არტისტულ გამოსახულებას სძენს.

ფოტოებისთვის ინდივიდუალური პარამეტრების მინიჭებაში მომხმარებელთა დასახმარებლად ჰუავეი P10-ის პორტრეტის პარამეტრები მოიცავს სახის ამოცნობის ზუსტ 3D ტექნოლოგიას, რომელიც იყენებს დეტალური იდენტიფიცირების წერტილებს სახის ნაკვთების უფრო სწრაფი და ზუსტი განსაზღვრისთვის.

ჰუავეის P10 Plus-ს აქვს Leica-ს ახალი ორმაგი კამერა Leica Dual Camera 2.0 Pro, ასევე Leica-ს ახალი ლინზები და 1.8 დიაფრაგმა.

ჰუავეის ვიდეო რედაქტორი  შემუშავებულია GoPro-თან ერთად. იგი ქმნის ფოტოალბომებს ადამიანების, ადგილებისა და მოვლენების საფუძველზე და ამავე დროს ავტომატურად ქმნის ვიდეო ისტორიებს ლამაზი შაბლონებისა და რედაქტირების უახლესი ტექნოლოგიების მეშვეობით.

ტრენდული დიზაინი და გამორჩეული ტექნიკური მახასიათებლები

P10 და P10 Plus ხელმისაწვდომია უნიკალურ ფერებში. ჰუავეის P10 Plus მოდელში გლუვ და პრიალა ვარიანტებთან ერთად პირველად გაჩნდა ბრილიანტის ბრწყინვალება სმარტფონებისთვის. P10 და P10 Plus ხელმისაწვდომი იქნება შავ და ოქროსფერ ფერებში.

დიზაინის საკითხებში ჰუავეისა და ფერების საკითხებში „Pantone“-ის გამოცდილებით შეიქმნა ორი ახალი ფერთა შეხამება, რომელიც საფუძველს ჩაუყრის ფერთა ახალ ტენდენციებს მობილურების ბაზარზე.

მეტალის გლუვი და თხელ დიზაინთან ერთად, ჰუავეი P10-ის თითის ანაბეჭდის სენსორი ამჯერად ტელეფონის წინა ნაწილშია მოთავსებული და დამალულია გლუვი შუშის ქვეშ. თითის ანაბეჭდის სენსორი ცვლის ნავიგაციის სვეტს, რაც ზრდის ეკრანს და სმარტ შეხებას უფრო სწრაფს და მოსახერხებელს ხდის. 

Kirin 960 და EMUI 5.1 უზრუნველყოფს გაუმჯობესებულ კომუნიკაციას და ქსელის მაღალი დონის კავშირს. მსოფლიოში პირველი CAT12 LTE სმარტფონი ჰუავეი P10 Plus აღჭურვილია 4x4 MIMO ანტენის სისტემით, რომელიც უფრო სტაბილური კავშირის შესაძლებლობას იძლევა.

ჰუავეი P10-ს გააჩნია მექანიზმის სწავლის ალგორითმი, რომელიც მომხმარებლის ქცევას სწავლობს. შესაბამისად ყველაზე ხშირად გამოყენებული აპლიკაციები და მომსახურებები უფრო სწრაფად იტვირთება, რაც სმარტფონის შეუფერხებელ მუშაობას უზრუნველყოფს.

ქართველი მომხმარებლებისთვის  ჰუავეი P10 და P10 Plus-ის  შეძენა  აპრილის შუა რიცხვებიდან იქნება შესაძლებელი  ჰუავეის ოფიციალური ტექნიკის მაღაზიებში: ალტაოქეი, ელიტ-ელექტრონიქსი, მაგთი, ბილაინი, მეტრომარტი და სხვები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...