1 3 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დავუბრუნოთ სოფო ლაზარაშვილს ჯანმრთელობა!

ნებისმიერი მშობლისთვის ყველაზე ფასეული მისი ბავშვების ჯანმრთელობაა! წარმოგიდგენიათ რა ტკივილს განიცდის დედა, როდესაც შვილის ტანჯვას უყურებს და ვერაფრით ეხმარება...

სოფო ლაზარაშვილი ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდის ბენეფიციარია. მისი დედა, ირინა ადრე გათხოვდა და 16 წლის ასაკში მშვენიერი გოგონა შეეძინა. სოფო ჯანმრთელი, განვითარებული, ჭკვიანი ბავშვი იყო და კარგად სწავლობდა. არაერთხელ უსახელებია მშობლები და მასწავლებლები!

სამწუხაროდ ოჯახის ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა. 11 წლის იყო, სკოლაში ცუდად რომ გახდა და გონება დაკარგა. 3 თვე რეანიმაციაში გაატარა. ძვირადღირებული მკურნალობა რომ აენაზღაურებინათ და შვილისთვის სიცოცხლე შეენაჩუნებინათ, ოჯახმა ყველაფერი გაყიდა რაც ებადა. სოფოს გადარჩენა მოახერხეს მაგრამ საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ, მისი მდგომარეობა დღითი დღე მძიმდებოდა... მას ჯერ ფეხები წაერთვა, შემდეგ ზოგიერთი სიტყვა ავიწყდებოდა. 14 წლის ასაკში საერთოდ ვეღარ საუბრობდა და ვერც დადიოდა...

ახლა სოფო საწოლსაა მიჯაჭვული, ხშირად ემართება ეპილეფტიკური გულყრები. მისი დატოვება რამდენიმე წუთითაც კი სახიფათოა, ამიტომ როდესაც დედას სახლიდან გასვლა უწევს, სოფოს მისი უმცროსი ძმები უვლიან.

თუ კმურნალობა და ინტენსიური რეაბილიტაცია სასწრაფოდ არ განახლდა, სოფოს მდგომარეობა შეიძლება კიდევ უფრო დამძიმდეს და გაუარესდეს.

რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხები ოჯახს არ გააჩნია. საკვებსაც კი სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის განკუთვნილი უფასო სასადილოდან იღებენ!

მათი საცხოვრებელი პირობები ძალიან მძიმეა! ყოფილი ბაღის შენობის ერთ ოთახში არიან შეკედლებულები. ოთახში საშინელი ნესტია, ხოლო ავეჯი პრაქტიკულად არ აქვთ. ძველ დამტვრეულ საწოლებზე წვანან, რომლებიც შეიძლება ნებისმიერ მომენტში დაიშალოს!

ჩერნოვეცკის ფონდი სოფოს მედიკამენტებით და პროდუქტებით ეხმარება, მაგრამ მის ყველა პრობლემას ვერ გადაწყვეტს! მხოლოდ ერთიანი ძალებითაა შესაძლებელი მკურნალობისთის საჭირო  თანხის შეგროვება.

თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ სოფოს, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: სოფო ლაზარაშვილი) ან პირდაპირ ვებ–გვერდიდან  https://chernovetskyifund.ge/ge/donate/181/

ყველაზე დიდი სიკეთეა, რომ დაეხმარო ისეთ ადამიანს, ვინც თავად ვერაფერს გვთხოვს და მადლობასაც კი ვერ გადაგვიხდის!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...